LIVE

მასკი ჯასტინ ტრუდოს ჰიტლერს ადარებს

17 თებ 202221:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 921
მასკი ჯასტინ ტრუდოს ჰიტლერს ადარებს

პლანეტის უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი ვაქცინის მანდატების შესახებ პოლიტიკურ დაპირისპირებაში, რომელმაც კანადა მოიცვა, კიდევ ერთხელ ჩაერთო. მასკი საკითხს Twitter-ზე გამოეხმაურა და მიმი გააზიარა, რომლითაც კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსა და ადოლფ ჰიტლერს შორის პარალელი გაავლო.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი CoinDesk-ის პოსტს გამოეხმაურა, რომელიც ტრუდოს ბრძანებას ეხებოდა მომიტინგეებისათვის ფინანსებზე წვდომის შეწყვეტის შესახებ. მასკმა ამის საპასუხოდ Twitter-ზე ჰიტლერის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: " შეწყვიტეთ ჩემი ტრუდოსთან შედარება, მე ბიუჯეტი მქონდა"

50 წლის მასკმა კანადელი სატვირთო მანქანების მძღოლებისადმი მხარდაჭერა პროტესტის დასაწყისშივე გამოხატა. მისი თქმით, კანადის მთავრობა ახშობს მშვიდობიან პროტესტს და საზოგადოების მხარდაჭერა არ გააჩნია.

Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს კანადელი დედა და სამხრეთ აფრიკელი მამა ჰყავს. ის მოზარდობის დროს კანადაში გადავიდა საცხოვრებლად, სანამ ონტარიოში, Queen’s University-ში ჩაირიცხებოდა. მოგვიანებით მასკმა სწავლა აშშ-ში პენსილვანიის უნივერსიტეტში განაგრძო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრეგ ტრუდელი