LIVE

იანვარში ხაჭაპურის ინდექსი 24%-ით გაიზარდა

10 თებ 202215:33
3 წუთის საკითხავი
clock clock 602

ახალი წელი ხაჭაპურის ინდექსისთვის ისტორიული მაჩვენებლით დაიწყო. ინდექსის ზრდის ტენდენცია 2022 წლის იანვარშიც გაგრძელდა და 5.77 ლარს მიაღწია, რაც 1.8%-ით მეტია გასული წლის დეკემბერთან, ხოლო  23.7%-ით 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ხაჭაპურისთვის საჭირო ინგრედიენტებიდან ყველაზე დიდი ზრდა კვერცხისა და ფქვილის ფასებზე დაფიქსირდა.

კერძოდ, 1 წლის განმავლობაში:

  • კვერცხი გაძვირდა 47%-ით;
  • კარაქი 23%-ით;
  • ყველი 16%-ით;
  • საფუარი 15%-ით;
  • რძე 10%-ით.

ISET-ის მონაცემებით, ფასების წლიური ზრდის მიზეზი, საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი ფასებია, ამასთან გაძვირდა ადგილობრივი წარმოების პროდუქტებიც. სპეციალისტების შეფასებით, ზრდის ტენდენცია მომდევნო პერიოდშიც შენარჩუნდება.

ISET-ის ყოველთვიური ხაჭაპურის ინდექსი ბიგ მაკის ინდექსის, ერთგვარი  ქართული ანალოგია, რომელიც ითვლის ინფლაციას ყველაზე მოთხოვნადი ქართული კერძისთვის. აქედან გამომდინარე, ინდექსში სწორედ იმ პროდუქტების ფასების ცვლილებაა ასახული, რაც ხაჭაპურის მოსამზადებლად გვესაჭიროება. გარდა ინგრედიენტებისა, ხაჭაპურის საბოლოო ფასში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ენერგომატარებლებისა და ბუნებრივი აირის დანახარჯებსაც.