LIVE

ბაიდენმა Tesla-ს შესახებ საჯაროდ პირველად ისაუბრა

09 თებ 202221:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 757
ბაიდენმა Tesla-ს შესახებ საჯაროდ პირველად ისაუბრა
Bloomberg

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თანამდებობის დაკავების შემდეგ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომწარმოებლის სახელი საჯაროდ პირველად წარმოთქვა. 

მიუხედავად იმისა, ბაიდენი საკუთარ თავს "მანქანის ბიჭს" უწოდებს და აცხადებს, რომ ელექტრო მანქანები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ეკოლოგიური მიზნებისთვის, ის ერიდება ისაუბროს Tesla-ზე, ბრენდზე, რომელიც ყველაზე აშკარად ასოცირდება ელექტრომობილებთან.

ბაიდენმა გამონაკლისი გუშინ, თეთრ სახლში ავტომობილების ადგილობრივ წარმოებაზე საუბრის დროს დაუშვა. 

"2021 წლიდან აქ ამერიკაში, შიდა წარმოებაში კომპანიების ინვესტიციების საერთო მოცულობამ $200 მილიარდს გადააჭარბა. მათ შორისაა საკულტო კომპანიები, როგორიცაა GM და Ford, რომლებიც ქმნიან ახალ ელექტრომობილებს, Tesla - ჩვენი ქვეყნის ელექტრომობილების უმსხვილესი მწარმოებელი და ინოვაციური ახალგაზრდა კომპანიები, როგორიცაა Rivian, რომელიც ელექტრო სატვირთო მანქანებს აწარმოებს, ან ელექტრო ავტობუსების მწარმოებელი Proterra",- თქვა ბაიდენმა. 

პრეზიდენტის მხრიდან Tesla-ს მიმართ მუდმივი და აშკარად უარმყოფელი დამოკიდებულება კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, ელონ მასკს მუდმივად აღიზიანებდა.  

თეთრ სახლში ავტომწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლების პრეზიდენტთან შეხვედრას, სადაც მასკი მიწვეული არ იყო, Tesla-ს და SpaceX-ის CEO და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი Twitter-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ „ბაიდენი ამერიკელებს სულელებივით ექცევა“ და დაამატა, რომ პრეზიდენტი არის "დამპალი წინდის თოჯინა ადამიანის სახით".

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯასტინ სინკი