LIVE

მასკი ბაიდენზე: ადამიანის ფორმის დამპალი წინდის თოჯინა

03 თებ 202210:23
3 წუთის საკითხავი
clock clock 1862
მასკი ბაიდენზე: ადამიანის ფორმის დამპალი წინდის თოჯინა
Bloomberg

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საკუთარ თავს "მანქანის ბიჭს" უწოდებს. ის მიიჩნევს, რომ ელექტრო მანქანები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ეკოლოგიური მიზნებისთვის. 

თუმცა არის ერთი ამერიკული საავტომობილო კომპანია, რომელზეც ის არ საუბრობს: Tesla, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომწარმოებელი და გლობალური ბრენდი, რომელიც ყველაზე აშკარად ასოცირდება ელექტრომობილებთან.

General Motors-ის თავმჯდომარესთან და აღმასრულებელ დირექტორთან მერი ბარასთან შეხვედრის შემდეგ, ბაიდენმა Twitter-ში ვიდეო გამოაქვეყნა. 

"მე ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვთქვი, რომ მომავალი სწორედ აქ, ამერიკაში შეიქმნებოდა. კომპანიები, როგორიცაა GM და Ford, ქმნიან უფრო მეტ ელექტრო მანქანას აქ, სამშობლოში, ვიდრე ოდესმე შექმნილა",- თქვა ბაიდენმა. 

ბაიდენის ვიდეო Twitter-ის აქტიურ მომხმარებელს, Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს, ელონ მასკს უყურადღებოდ არ დარჩენია. 

"იწყება T-ით. მთავრდება A. ESL-ით შუაში",- უპასუხა მასკმა.

ყველა შესაძლებლობის მიცემისთანავე, ბაიდენი მიესალმება Ford-ისა და GM-ის მიერ ელექტრო ფლოტის შექმნის მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. პრეზიდენტის მხრიდან Tesla-ს მიმართ მუდმივი და აშკარად უარმყოფელი დამოკიდებულება (რაც ადმინისტრაციაში მსუბუქი ინტრიგების წყაროცაა) მასკს აღიზიანებს.  

თეთრ სახლში ავტომწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლების პრეზიდენტთან შეხვედრას, სადაც მასკი მიწვეული არ იყო, Tesla-ს და SpaceX-ის CEO და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი Twitter-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ „ბაიდენი ამერიკელებს სულელებივით ექცევა“ და დაამატა, რომ პრეზიდენტი არის "დამპალი წინდის თოჯინა ადამიანის სახით".

მან შაბათ-კვირას მიმართა მხარდამჭერებს, რომლებიც ბაიდენისგან მოითხოვენ, რომ ელექტრომობილებში Tesla-ს ლიდერობა აღიარონ.

2021 წელს Tesla-მ მსოფლიოს მასშტაბით 936,000-ზე მეტი მანქანა გაყიდა. გასულ წელს GM-მ გაყიდვებმა თითქმის 480,000 ელექტრომობილი შეადგინა. მათი ძირითადი ნაწილი ჩინეთში გაიყიდა.  

ბაიდენის მიერ Tesla-ს მიმართ ამგვარი დამოკიდებულება ამოუხსნელი არ არის. როგორც ანალიტიკოსები ხსნიან, აშშ-ის პრეზიდენტი პოპულარობით სარგებლობს ამერიკულ პროფკავშირებში, განსაკუთრებით ავტო მუშაკების გაერთიანებაში. 

Tesla-ს თანამშრომლებს კარგი ანაზღაურება აქვთ და შეღავათებით სარგებლობენ, თუმცა მასკი პროფკავშირების მიმართ მტრულადაა განწყობილი. კომპანიის თანამშრომლები გაერთიანებაში გაწევრიანებული არ არიან. 

გასულ შემოდგომაზე, თეთრ სახლში ელექტრომობილების პოპულარიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიების შემდეგ, რომელსაც მასკი არ ესწრებოდა, მილიარდერმა თქვა, რომ ბაიდენი "მიკერძოებულია" კომპანიის წინააღმდეგ. მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას "როგორც ჩანს, პროფკავშირები აკონტროლებენ".

მასკმა ასევე არ გაიზიარა ბაიდენისა და დემოკრატი კონგრესმენების ინიციატივა Build Back Better, რომელიც მოიცავდა $7,500  საგადასახადო შეღავათს მომხმარებლებისთვის, თუ ისინი 2026 წლამდე ელექტრომანქანას შეიძენდნენ.

„Tesla არაჩვეულებრივად მუშაობს ელექტრომანქანებზე და დიდწილად, ამის დამსახურებით იცის მთელმა ინდუსტრიამ, რომ მომავალი ელექტრომანქანებისაა“,- განუცხადა თეთრი სახლის სპიკერმა, ემილი სიმონსმა Bloomberg News-ს. 

მან აღნიშნა, რომ Tesla-ს წარსულში "დიდი სარგებელი" ჰქონდა ელექტრომობილების საგადასახადო შეღავათებიდან, მაგრამ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა წინააღმდეგობა გაუწია ელექტრომობილების ახალ საგადასახადო შეღავათების კანონპროექტს. 

სპიკერის განმარტებით, გასულ ხუთშაბათს პრეზიდენტი იმ ბიზნესლიდერებს შეხვდა, რომლებიც Build Back Better ინიციატივას მხარს უჭერენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: დანა ჰალი და ჯენიფერ ჯეიკობსი