LIVE

მაკრონი: უნდა ვიმუშაოთ რუსეთთან, რათა ავაშენოთ მომავალი ევროპაში

08 თებ 202210:53
3 წუთის საკითხავი
clock clock 615
მაკრონი: უნდა ვიმუშაოთ რუსეთთან, რათა ავაშენოთ მომავალი ევროპაში
EPA

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან 5 საათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უახლოესი დღეები უკრაინის კრიზისის დეესკალაციისთვის გადამწყვეტი იქნება და “ინტენსიურ დისკუსიებს მოითხოვს”.

ემანუელ მაკრონმა მოსკოვთან დიალოგს ევროპაში მშვიდობის დამყარების აუცილებელი პირობა უწოდა.

“რუსეთი ევროპული ქვეყანაა. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ რუსეთთან, რათა ავაშენოთ მომავალი ევროპაში“,- განაცხადა მაკრონმა და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია სხვა სერიოზული გლობალური საკითხების მოსაგვარებლად. 

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მაკრონის ზოგიერთი წინადადება “შეიძლება შემდგომი ერთობლივი ნაბიჯების საფუძველი გახდეს”, თუმცა მათზე საუბარი “ნაადრევია”. მან გაიმეორა გაფრთხილება, რომ თუ უკრაინა შეუერთდება ნატოს და შეეცდება ძალით დაიბრუნოს ყირიმი, ევროპას დიდ სამხედრო კონფლიქტში ჩაითრევს. 

“გინდათ, რომ საფრანგეთი რუსეთს შეებრძოლოს? აი რა მოხდება. და არავინ იქნება გამარჯვებული”,- მიმართა პუტინმა ფრანგ ჟურნალისტებს.

პრეზიდენტები მომდევნო მოლაპარაკებას მას შემდეგ გამართავენ, რაც მაკრონი სამშაბათს კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.