LIVE

ჯეკ სვინიმ Twitter-ის ანგარიშის წაშლის სანაცვლოდ Tesla-ზეც უარი თქვა

08 თებ 202210:07
3 წუთის საკითხავი
clock clock 6129
ჯეკ სვინიმ Twitter-ის ანგარიშის წაშლის სანაცვლოდ Tesla-ზეც უარი თქვა

19 წლის ახალგაზრდამ Twitter-ის ანგარიშის წაშლის სანაცვლოდ Tesla Model 3-ის შეთავაზებაც უარყო. ანგარიშის წაშლაში, რომელიც ილონ მასკის პირადი თვითმფრინავის გადაადგილებას აკონტროლებს, მასკმა ადრე $5000 შესთავაზა, რაზეც ასევე უარი მიიღო.

კოლეჯის პირველკურსელი ჯეკ სვინი Twitter-ის ანგარიშს სახელწოდებით @ElonJet-ს მართავს, რომელიც თვითმფრინავის ადგილმდებარეობას ბოტების გამოყენებით აკონტროლებს.

მასკის პირველ შეთავაზებაზე საპასუხოდ, რომელიც ანგარიშის წაშლის სანაცვლოდ მას $5000-ს სთავაზობდა, მან $50 000 ან კომპანიაში სტაჟირება მოითხოვა. ამჯერად მას მანქანების გაქირავების კომპანია Autonomy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სკოტ პეინტერმა Tesla Model 3 ანგარიშის წაშლის სანაცვლოდ სამწლიანი კონტრაქტით შესთავაზა.

ჯეკ სვინი ამ შეთავაზებაზეც უარს ამბობს, რადგან, მისი თქმით, საკუთარი მანქანა სურს და არა დროებითი მოდელი.

"ჩემი მანქანა მინდა. არ მინდა სამი წლის შემდეგ დაბრუნება მომიწიოს. თუ ნამდვილ Tesla-ს მივიღებ, მაშინ ანგარიშს გავაუქმებ“,- განუცხადა სვინიმ Wall Street Journal-ს.

სვინიმ, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიებს სწავლობს, Twitter-ის 15 ბოტი შექმნა, რომლებიც ტექ. მილიარდერების კერძო თვითმფრინავების მარშრუტს აკვირდება, მათ შორის არიან ბილ გეიტსის და ჯეფ ბეზოსის თვითმფრინავებიც. თუმცა, მასკის თვითმფრინავისთვის შექმნილი ანგარიში 354 000-ზე მეტი მიმდევრით ამჟამად ყველაზე პოპულარულია.