LIVE

მაკრონი პუტინთან შესახვედრად დღეს მოსკოვში ჩადის

07 თებ 202210:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 917
მაკრონი პუტინთან შესახვედრად დღეს მოსკოვში ჩადის

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დღეს მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ჩადის. 

ოფიციალურ ვიზიტამდე მან იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში ომის თავიდან ასარიდებლად დიალოგის გზით შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება. მისივე თქმით, რუსეთის მოქმედების მიზანია არა უკრაინა, არამედ  NATO-სთან და ევროკავშირთან წესების გარკვევა.

„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ევროპელი ძმები ახალი ბალანსის შეთავაზებით, რომელსაც შეუძლია, შეინარჩუნოს მათი სუვერენიტეტი და მშვიდობა. ეს უნდა გაკეთდეს რუსეთის პატივისცემით და ამ დიდი ხალხისა და ერის თანამედროვე ტრავმების გააზრებით“,- ამბობს მაკრონი.

ემანუელ მაკრონი ხვალ, 8 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ესტუმრება. 

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე მაკრონის მიერ რუსეთსა და უკრაინაში დაგეგმილ ვიზიტებში ანალიტიკოსები პოტენციურად საარჩევნო დივიდენდის მოპოვებას ხედავენ, თუმცა მაკრონს ჯერ არ დაუდასტურებია, რომ ის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. 

Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მაკრონის ვიზიტის მიზანი დროის მოგება და სიტუაციის რამდენიმე თვით - მინიმუმ ევროპის ქვეყნებში არჩევნების დასრულებამდე გაყინვაა.