ილონ მასკი აცხადებს, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია Tesla-ს მიმართ მიკერძოებულია. მასკმა თეთრ სახლში ბოლო დროს ჩატარებული ელექტრომობილების ღონისძიება დაიმოწმა, სადაც ავტომწარმოებელი არ მონაწილეობდა.
Tesla-ს დირექტორი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციაზე ზედმეტად ახდენს გავლენას ორგანიზებული შრომა და რომ მას უფრო ცენტრისტი პრეზიდენტი ურჩევნია.
”მან ერთხელაც არ ახსენა Tesla, GM და Ford-ი კი იმის გამო შეაქო, რომ ელექტრომობილების რუსულ რევოლუციას ხელმძღვანელობენ. ეს არ არის მეგობრული ადმინისტრაცია. როგორც ჩანს, ის კონტროლდება პროფკავშირების მიერ”,- უთხრა მასკმა ჟურნალისტ კარა სვიშერს.
Space Exploration Technologies-ის განხილვისას, სადაც ის ასევე აღმასრულებელი დირექტორია, მასკმა აღნიშნა, რომ აშშ-ს მთავრობასთან მუშაობა ბიზნესის კეთების მნიშვნელოვანი ნაწილია.
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ასევე უარყოფს ProPublica-ს ანგარიშს, რომლის მიხედვითაც ის ნაკლებ საშემოსავლო გადასახადს იხდის, ვიდრე $209.6 მილიარდიანი ქონებისთვის უნდა იხდიდეს. მასკის თქმით, SpaceX-დან და Tesla-დან ხელფასს არ იღებს და საფონდო ოფციონებზე ეფექტური საგადასახადო განაკვეთის სახით 53%-ს იხდის. მან ასევე დასძინა, რომ მომავალ წელს მისი საგადასახადო განაკვეთი გაიზრდება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ედვარდ ლუდლოუ და მარკ გურმანი