LIVE

ძლიერ იმუნურ უჯრედებს ომიკრონის ამოცნობა შეუძლიათ

03 თებ 202220:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 487
ძლიერ იმუნურ უჯრედებს ომიკრონის ამოცნობა შეუძლიათ
Ben Birchall/PA

ძლიერ იმუნურ უჯრედებს, რომლებიც, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ Covid-19-ისგან ხანგრძლივ დაცვაში, სავარაუდოდ, ომიკრონის ამოცნობა შეუძლიათ. 

T უჯრედები, რომლებიც ეძებენ და ანადგურებენ ორგანიზმში ინფიცირებულ უჯრედებს, ფართო მუტაციის მიუხედავად, ომიკრონის ამოცნობას ჯერ კიდევ ახერხებენ. შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ ძლიერი უჯრედები ვირუსის წინააღმდეგ გრძელვადიან იმუნიტეტს უზრუნველყოფენ.

მეცნიერებისთვის უკვე ცნობილია, რომ ომიკრონი თავს არიდებს ანტისხეულებს, მაგრამ მათ ამ დრომდე არ იცოდნენ როგორი იქნებოდა T უჯრედების როლი ამ ვარიანტთან მიმართებით. 

უფრო ადრეულმა კვლევებმა ცხადყო, რომ T უჯრედებს, რომლებსაც ვაქცინები ან/და გადატანილი ინფექცია ავითარებს, შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ კოვიდინფიცირებული ადამიანების სერიოზული ავადმყოფობის თავიდან ასაცილებლად. 

კეტრინ რიუმ და ვენდი ბურგერსმა, სამხრეთ აფრიკის კეიპტაუნის უნივერსიტეტის კოლეგებთან ერთად, შეისწავლეს იმ ადამიანების T უჯრედები, რომლების იყვნენ ვაქცინირებული ან Covid-19-ის ადრეული შტამებით ინფიცირებული. 

მათ აღმოაჩინეს, რომ საკვლევ ჯგუფებში ომიკრონის ცილის წინააღმდეგ T უჯრედების რეაქციის 70%-დან 80%-მდე შენარჩუნებული იყო. კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა. 

ამავე ჟურნალში გამოქვეყნებულმა კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინაციით გამოწვეული T უჯრედების რეაქცია ომიკრონის შემთხვევაშიც კარგად არის შენარჩუნებული. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატი