LIVE

პირველად ისტორიაში, უკრაინამ უნგრეთიდან გაზის იმპორტი დაიწყო

01 თებ 202217:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 701
პირველად ისტორიაში, უკრაინამ უნგრეთიდან გაზის იმპორტი დაიწყო
ua.depositphotos.com

ისტორიაში პირველად, უკრაინამ უნგრეთიდან გაზის იმპორტი დაიწყო. აქამდე GTS სისტემა მხოლოდ უკრაინიდან უნგრეთის მიმართულებით მუშაობდა. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სერგეი მაკოგონმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა.

“ისტორიაში პირველად დაიწყო გაზის ფიზიკური იმპორტი უნგრეთიდან უკრაინაში. ადრე GTS სისტემა მხოლოდ უკრაინიდან უნგრეთის მიმართულებით მუშაობდა. გატარებული ტექნიკური ღონისძიებების წყალობით, შესაძლებელი გახდა გაზის ტრანსპორტირება ორივე მიმართულებით”,- განაცხადა მაკაგონმა.

უნგრული მიმართულება უკრაინაში გაზის მიწოდების მეორე გარანტირებული მარშრუტი გახდა სლოვაკეთის შემდეგ.

“მარშრუტის გახსნამ საშუალება მისცა ტრეიდერებს, დაიწყონ თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება უკრაინაში ხორვატიის ტერმინალიდან“,- დასძინა GTS-ის ხელმძღვანელმა.

Ukrtransgaz-ის ინფორმაციით, გაზსაწყობებში მიწოდება 4 ოქტომბრიდან შეწყდა და დღეის მდგომარეობით მიწოდება არ აღდგენილია.

2021-2022 წლების გათბობის სეზონის დასაწყისისთვის უკრაინის მიწისქვეშა გაზსაწყობებში 19 მილიარდი კუბური მეტრი გაზი იყო დაგროვილი. უკრაინულმა Naftogaz-მა განაცხადა, რომ ასეთი რეზერვი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ქვეყანამ სტაბილურად გაიაროს გათბობის სეზონი, თბოელექტროსადგურების სავარაუდო დამატებითი საჭიროების შემთხვევაშიც კი, რომლებიც საწყობებში ნახშირის არასაკმარისი მარაგის პრობლემის წინაშე დგანან.

2021 წლის დასაწყისისთვის უკრაინის მიწისქვეშა საცავებში გაზის მარაგმა 23,5 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.