LIVE

მასკი: ჰუმანოიდი რობოტი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელზეც ვმუშაობთ

27 იან 202217:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 976
მასკი: ჰუმანოიდი რობოტი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელზეც ვმუშაობთ

ელექტრომანქანების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, ელონ მასკი ახლა ყველაზე დიდ პოტენციალს რობოტის წარმოებაში ხედავს. მისი თქმით, ჰუმანოიდი რობოტი სახელად Optimus, რომელიც Tesla-მ პირველად ხუთი თვის წინ წარადგინა, შეიძლება კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია და მან შეიძლება საბოლოოდ მანქანის ბიზნესი გაზარდოს. 

მასკის თქმით, რობოტის პროტოტიპი მიმდინარე წელს გამოვა და პირველად კომპანიის ქარხანაში გამოჩნდება. მას "მოსაწყენი საქმიანობების" შესრულება შეეძლება და შესაძლოა, სამუშაო ძალის დეფიციტის პრობლემაც გადაჭრას. 

მასკის კომენტარებმა შეიძლება იმედი გაუცრუოს Tesla-ს მომხმარებლებსა და ინვესტორებს, რომლებსაც სურდათ მოესმინათ სიახლე დიდი ხნის წინ დაპირებული მომავლის მანქანების შესახებ, როგორიცაა Cybertruck, Roadster და Semi. მასკის თქმით, მათზე მუშაობა გრაფიკს ჩამორჩება და იმედი გამოთქვა, რომ ამ მანქანების წარმოება მომავალ წელს დაიწყება. 

მასკის განცხადებით, Tesla 2022 წელს ავტომობილის ახალ მოდელებს არ წარადგენს. ნაცვლად ამისა, ყურადღებას გაამახვილებს არსებულ ქარხნებში წარმოების გაფართოებაზე და Model Y-ის წარმოების დაწყებაზე ოსტინში, ტეხასის და ბერლინის მახლობლად მდებარე ახალ ქარხნებში.

Tesla-ს ჰუმანოიდი რობოტის შესახებ მასკმა გასული წლის აგვისტოში ხელოვნური ინტელექტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა. ადამიანის მსგავსი რობოტის სავარაუდო სიმაღლე 172 სმ, წონა კი 57 კგ-ია. მას 20 კგ. ტვირთის აწევა შეეძლება და საათში 8 კმ. სისწრაფით იმოძრავებს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: გაბრიელ კოპოლა