LIVE

მასკის ჰუმანოიდი რობოტი ადამიანის მოსაწყენ საქმეს შეასრულებს

20 აგვ 202118:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1350
მასკის ჰუმანოიდი რობოტი ადამიანის მოსაწყენ საქმეს შეასრულებს
Tesla

ელონ მასკი ამბობს, რომ Tesla ჰუმანოიდი რობოტის პროტოტიპზე მუშაობს. ამის შესახებ მილიარდერმა ხელოვნური ინტელექტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა. 

მასკის თქმით, "ტესლა ბოტი", რომლის პროტოტიპიც მომავალ წელს იქნება ხელმისაწვდომი, შეიქმნა "საშიში, განმეორებადი და მოსაწყენი საქმიანობების" შესასრულებლად, როგორიცაა რაღაცის ასაღებად ძირს დახრა და საყიდლებზე წასვლა".

მისივე თქმით, ჰუმანოიდი რობოტები შექმნილია იმისთვის, რომ ყოველდღიური ცხოვრების მოსაწყენი საქმეებისგან დაგვიხსნან. მომავალში ფიზიკური შრომა არჩევანი იქნება და არა - ვალდებულება.

"შესაძლოა, Tesla მსოფლიოში უდიდესი რობოტიკის კომპანიაა. ჩვენი მანქანები ნახევრად მეცნიერული რობოტები არიან, ოღონდ - ბორბლებზე",- ამბობს მასკი.

ადამიანის მსგავსი რობოტის სავარაუდო სიმაღლე 172 სმ, წონა კი 57 კგ-ია. მას 20 კგ. ტვირთის აწევა შეეძლება და საათში 8 კმ. სისწრაფით იმოძრავებს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: დანა ჰალი და ედ ლუდლოუ