LIVE

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა

26 იან 202217:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 529
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.0696 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0720 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.24 თეთრი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გამყარდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4625 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4661 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.36 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.