LIVE

რუსეთთან დაძაბულობის ფონზე კანადა დიპლომატებზე კიბერთავდასხმას იძიებს

26 იან 202216:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 912
რუსეთთან დაძაბულობის ფონზე კანადა დიპლომატებზე კიბერთავდასხმას იძიებს

გასულ კვირას კანადის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კომპიუტერულ სისტემებზე თავდასხმამ რამდენიმე დიპლომატი ზოგიერთ ონლაინ ფუნქციაზე წვდომის გარეშე დატოვა.

მთავრობის ხაზინის საბჭოს ინფორმაციით, “გარკვეულ ინტერნეტ სერვისებზე წვდომა შეზღუდულია”. განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ ვინ იდგა 19 იანვრის თავდასხმის უკან და არც მომხდარის დეტალებია მოწოდებული.

ინციდენტი მოხდა ერთი დღით ადრე, ვიდრე კანადის კიბერუსაფრთხოების ცენტრი მოუწოდებდა კომპანიებს, გააძლიერონ თავდაცვა რუსეთის მიერ უკრაინაში შესაძლო შეჭრის გამო დაძაბულობის ესკალაციის ფონზე.

“კანადის მთავრობა ყოველდღიურად აწყდება მუდმივ კიბერ რისკებსა და საფრთხეებს. კიბერსაფრთხეები შეიძლება წარმოიშვას სისტემის ან აპლიკაციის დაუცველობისგან, ან გარე აქტორების მიერ მიზანმიმართული, მუდმივი თავდასხმებისგან, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მისაღებად”,- ნათქვამია დირექტორთა საბჭოს განცხადებაში. 

მოსკოვი ამჟამად დაპირისპირებაშია ნატოსთან, მათ შორის კანადასთან, უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო ძალების გაძლიერების გამო, რომელმაც 16 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთი დგას მის სამთავრობო ვებგვერდებზე თავდასხმის უკან. კრემლი ბრალდებას უარყოფს.

Microsoft-მა განაცხადა, რომ უკრაინის სახელმწიფო უწყებების ათობით კომპიუტერული სისტემა დაზიანდა მავნე პროგრამით. 

უკრაინაში მყოფი კანადელი დიპლომატიური პერსონალის ოჯახებს დაევალათ კანადაში დაბრუნება რუსული სამხედრო ძალების გაძლიერებისა და „დესტაბილიზაციური მოქმედებების გამო უკრაინასა და მის გარშემო“.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: THE ASSOCIATED PRESS