LIVE

ხარვეზის გამო $1 მილიონის ღირებულების NFT-ები რამდენიმე ათასად გაიყიდა

26 იან 202214:23
3 წუთის საკითხავი
clock clock 853
ხარვეზის გამო $1 მილიონის ღირებულების NFT-ები რამდენიმე ათასად გაიყიდა
Getty Images

ოპორტუნისტებმა OpenSea-ს პლატფორმის ხარვეზის წყალობით $1 მილიონზე მეტი ღირებულების NFT-ების შესყიდვა ძველ და ბევრად უფრო დაბალ ფასებად შეძლეს. თავდამსხმელებმა გამოიყენეს მომხმარებლები, რომლებმაც ადრე განთავსებული NFT-ები სხვა საფულეებში გადაიტანეს, ძველი ჩამონათვალის გაუქმების გარეშე.

შეცდომამ საშუალება მისცა მყიდველებს NFT-ები ძველი, დაბალი ფასით შეესყიდათ და შემდეგ ბევრად ძვირად გაეყიდათ. ანომალიური ტრანზაქციები Elliptic-მა, ბლოკჩეინ ანალიტიკის ფირმამ გამოავლინა. ფირმის მიხედვით, ხარვეზი NFT-ების მფლობელებს ათასობით დოლარი დაუჯდათ.

გამყიდველებს, რომლებსაც NFT პლატფორმებზე ლისტინგის გაუქმება სურთ უნდა გაგზავნონ შეტყობინებები ბლოკჩეინზე, რაც ტრანზაქციის გადასახადს მოითხოვს.

NFT-ის მომხმარებლებს, როგორც წესი, რამდენიმე საფულე აქვთ. გადასახადის თავიდან ასარიდებლად, შესაძლოა, ზოგიერთი მომხმარებელი საკუთარი აქტივების სხვა საფულეში გადატანის გზას მიმართავდეს. თუმცა, თუ ისინი ციფრულ აქტივს ძველ საფულეში დააბრუნებენ ორიგინალური ჩამონათვალი და ძველი ფასი აქტიურდება და მყიდველებისთვის ხელმისაწვდომი ხდება.

ხარვეზი აჩვენებს რამდენად ძვირი შეიძლება დაჯდეს მომხმარებლის გამოცდილებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, რომელსაც მსხვილი კრიპტო პლატფორმები იღებენ.

OpenSea-ის განაცხადებით, პლატფორმა რიგ ინტერფეისის ცვლილებებს განახორციელებს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მომხმარებლებმა იცოდნენ ყველა მათი ლისტინგის შესახებ. ნაბიჯი მიზნად ისახავს შემცირდეს ფარული გაყიდვების ალბათობა. კომპანიის თქმით, პლატფორმაზე მეტი ცვლილებებია მოსალოდნელი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჩარლი ველსი და ალის კანტორი