 
                                                                            დიდი ბრიტანეთი პოლონეთთან და უკრაინასთან სამმხრივი ალიანსის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს. განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელიზაბეტ ტრუსმა გააკეთა.
“ვავითარებთ ახალ სამმხრივ კავშირებს პოლონეთთან და უკრაინასთან. ჩვენ ასევე ვცდილობთ ალტერნატიული ენერგიის მიწოდებას, რათა ქვეყნები ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული რუსულ გაზზე. მოკავშირეებთან ერთად გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთს დეესკალაციისკენ მოვუწოდებთ”, - განაცხადა ტრუსმა.
ტრუსმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ევროპის კრიზისი გავლენას მთელ მსოფლიოზე ახდენს.
“თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საფრთხეები არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური ხასიათისაა, ამიტომ გამოწვევებს ერთად უნდა ვუპასუხოთ”, - განაცხადა მინისტრმა.
განცხადების შემდეგ ალიანსის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ამსახველი რუკა საგარეო საქმეთა სამინისტროს Twitter-ზე გამოქვეყნდა.
წარმოდგენილ რუკაზე ბრიტანულ-პოლონურ-უკრაინული ალიანსი გამოსახულია მუქი ლურჯი ფერით, ნატო - ცისფერი, მტრულად განწყობილი სახელმწიფოები (რუსეთი და ბელარუსი) - წითლი ფერით.

 
                         
                 
                 
                 
                 
                 
                 
                