LIVE

Microsoft-მა Activision-ი რეკორდულ $69 მილიარდად შეისყიდა

19 იან 202212:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 584
Microsoft-მა Activision-ი რეკორდულ $69 მილიარდად შეისყიდა
Bloomberg

Microsoft-ის მიერ Activision Blizzard-ის შესყიდვა ახალი რეკორდია კომპანიისთვის, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მსხვილი გარიგებების დადებას არ ერიდება.

სამშაბათს ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა განაცხადა, რომ ვიდეოთამაშების ინდუსტრიის ერთ-ერთ უმსხვილეს მოთამაშის, Call of Duty ფრენჩაიზის მფლობელის შესასყიდად თითქმის $69 მილიარდს იხდის. გარიგების ღირებულება Microsoft-ის 5 ყველაზე მსხვილ შესყიდვას ერთად აღებულს უდრის, მათ შორის 2016 წელს $26 მილიარდიან გარიგებას LinkedIn-თან.

გასულ წელს Microsoft-მა მეტყველების ტექნოლოგიურ კომპანიას Nuance Communications-ს $19.6 მილიარდი შესთავაზა შესყიდვის გარიგებისთვის, ვიდეო თამაშების მწარმოებელ Zenimax Media-ს კი $7.5 მილიარდი. კომპანიის წინა მსხვილი გარიგებები მოიცავს Skype-ის $8.5 მილიარდიან გარიგებას 2011 წელს და ასევე GitHub-ის $7.5 მილიარდიან შესყიდვას 2018 წელს.

Activision-ის შესყიდვა Microsoft-ის ფულადი სახსრების დიდ ნაწილს წაიღებს, რომელიც სექტემბრის ბოლოს $131 მილიარდს შეადგენდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კომპანიის დანახარჯები მისი $2.3 ტრილიონიანი საბაზრო ღირებულების მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: შინ ჩენი