
Amazon-მა ბრიტანეთში Visa-ს საკრედიტო ბარათების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება შეცვალა.
ელექტრონული კომერციის გიგანტმა ბრიტანელ მომხმარებლებს ამის შესახებ ელექტრონული ფოსტით შეატყობინა და განუცხადა, რომ აკრძალვა აღარ ამოქმედდება. კომპანიამ ადრე განაცხადა, რომ ნაბიჯი საკრედიტო ბარათით გადახდების მზარდი ხარჯების გამო გახდა საჭირო.
ბარათის საკომისიო დიდი ხანია დავის საგანია სავაჭრო ობიექტებს, ბანკებსა და გადახდების ქსელებს შორის, როგორიცაა Mastercard-ი და Visa. Visa დიდი ხანია კრიტიკის ობიექტია ხარჯების ზრდის გამო.
Amazon-ის მიერ Visa-ს აკრძალვამ, რომელიც პირველად ნოემბერში გამოცხადდა, კომპანიის აქციების დაცემა გამოიწვია. აკრძალვის გამოცხადების შემდეგ, გადახდების კომპანიამ ელექტრონული კომერციის გიგანტი მომხმარებლის დასჯაშიც დაადანაშაულა.
მიუხედავად იმისა, რომ გარდაუვალი აკრძალვა გაუქმდა, საკითხი ბოლომდე მოგვარებული არ არის. Amazon-მა ორშაბათს მომხმარებლებთან გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ Visa-სთან პრობლემის გადაწყვეტის გზებზე მჭიდროდ თანამშრომლობს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალბერტო ნარდელი