LIVE

კორონავირუსი ინფიცირების უნარს ამოსუნთქვიდან 20 წუთში თითქმის სრულად კარგავს

13 იან 202221:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 838
კორონავირუსი ინფიცირების უნარს ამოსუნთქვიდან 20 წუთში თითქმის სრულად კარგავს

ბრისტოლის უნივერსიტეტის აეროზოლური კვლევის ცენტრის დაკვირვებამ აჩვენა, რომ კორონავირუსი ამოსუნთქვის შემდეგ ინფიცირების უნარს მალევე კარგავს. მეცნიერები ინფექციის შორ დისტანციაზე გავრცელებას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევენ. 

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ვირუსი კარგავს გადადების უნარის 90%-ს ჰაერში გავრცელებიდან 20 წუთის განმავლობაში. დანაკარგის დიდი წილი პირველ ხუთ წუთზე მოდის. ამ დასკვნამდე მეცნიერები სიმულაციური კვლევის შედეგად მივიდნენ. კვლევას სამეცნიერო შეფასება ჯერ არ გაუვლია. 

კვლევის შედეგებით, ინფექციისგან დაცვის მიზნით, დისტანციის დაცვისა და პირბადის გამოყენების აუცილებლობა კიდევ ერთხელ დადასტურდა. 

დასკვნები მიუთითებს, რომ ფილტვების ტენიანი და ნახშირორჟანგით მდიდარი გარემოს დატოვების შემდეგ, ვირუსული ნაწილაკები სწრაფად შრება, რაც ზღუდავს მათ უნარს, დააინფიცირონ სხვა ადამიანები.

ასევე, დადგინდა, რომ ნაწილაკების დეაქტივაციის სიჩქარეზე გავლენას ახდენს  ჰაერის ტენიანობა. იქ, სადაც ტენიანობა 50%-ზე დაბალ დონეზეა (მაგალითად, ოფისებში) ვირუსმა გავრცელების უნარის ნახევარი 5 წამში დაკარგა, ხოლო როდესაც ტენიანობა 90%-მდე გაიზარდა, (მაგალითად, საშხაპე ოთახებში) ვირუსმა უფრო ნელა დაკარგა ინფიცირების უნარი. ამ შემთხვევაში ნაწილაკების ნახევარზე მეტი ხუთი წუთის შემდეგ მაინც გადამდები აღმოჩნდა. 

კვლევის მიხედვით, ჰაერის ტემპერატურას ვირუსის ინფექციურობაზე გავლენა არ ჰქონია. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ირინა ანგელი