LIVE

მსოფლიოს უდიდეს საკონტეინერო პორტში გადატვირთვის პრობლემა მწვავდება

16 იან 202211:04
3 წუთის საკითხავი
clock clock 835
მსოფლიოს უდიდეს საკონტეინერო პორტში გადატვირთვის პრობლემა მწვავდება
Bloomberg

ჩინეთის პორტებში შეფერხებების თავიდან ასაცილებლად გემები შანხაისკენ იცვლიან მიმართულებას, რაც მსოფლიოს უდიდეს საკონტეინერო პორტში მზარდ გადატვირთვას იწვევს. 

გადამზიდი კომპანიები ცვლილებას ახლომდებარე ნინგბოში Covid-19-ით გამოწვეული შეფერხებების თავიდან ასაცილებლად მიმართავენ.

კურსში ცვლილებები ემატება პორტების გადაჭედვის ახალ ტალღას, რომლის წინაშეც ჩინეთი დგას. Covid-19-ის აფეთქებას ქალაქების მზარდი რაოდენობა  ებრძვის, რაც პორტებში შეფერხებებს იწვევს. ამასთან, საახალწლო არდადეგების წინ მუშებისა და სატვირთო მანქანების მძღოლების მკაცრი ტესტირება კიდევ უფრო ამძიმებს გადატვირთულ მიწოდების ჯაჭვებს, რომლებიც პანდემიის მესამე წელს ხვდებიან.

„ომიკრონის გავრცელების და ჩინეთში სადღესასწაულო დახურვების პარალელურად, პორტის გადატვირთვა მიმდინარე კვარტალში ზემოქმედებას გააგრძელებს მარაგების აღდგენის ციკლზე“,- აცხადებს ჯოშ ბრაზილი, project44-ის მიწოდების ჯაჭვების ვიცე-პრეზიდენტი.

ექსპედიტორების თქმით, შანხაიში გემების შედინებამ საკონტეინერო გემების განრიგი დაახლოებით ერთი კვირით გადადო. შეფერხება სავარაუდოდ, აისახება ევროპისა და აშშ-ს უკვე ჩამორჩენილ მიწოდების ხაზებზე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ენ კოჰი