LIVE

ჯონსონი "ლოკდაუნისას" წვეულებაზე ყოფნას ადასტურებს და ბოდიშს იხდის

12 იან 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 980
ჯონსონი "ლოკდაუნისას" წვეულებაზე ყოფნას ადასტურებს და ბოდიშს იხდის
Bloomberg

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ცოტა ხნის წინ კანონმდებლების წინაშე აღიარა, რომ პირველი "ლოკდაუნის" დროს წვეულებას დაესწრო. ამის გამო, მან ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ ღონისძიებას სამსახურებრივ შეხვედრად მიიჩნევდა. 

"იყო რაღაცები, რაც უბრალოდ არასწორი იყო. მე უნდა ავიღო პასუხისმგებლობა",- განაცხადა ჯონსონმა.  

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალური პირები წვეულებაზე პრემიერის ოფისის ბაღში 2020 წლის მაისში მიიწვიეს, როდესაც მსგავსი შეკრებები აკრძალული იყო. მოქალაქეებს ღია ცის ქვეშ მხოლოდ ერთ ადამიანთან შეხვედრის უფლება ჰქონდათ. მედიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე დაახლოებით 100 ადამიანი იყო მიწვეული. პრემიერმა შეკრებაზე 25 წუთი გაატარა.

წვეულებების სკანდალმა სერიოზულად დააზიანა ბორის ჯონსონის რეპუტაცია და კონსერვატიული პარტიის პოზიცია გამოკითხვებში.

კანონმდებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბოდიშის მოხდის მიუხედავად,  პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს და მაგალითად დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი მეთ ჰენკოკის შემთხვევა მოჰყავთ. მან თანამდებობა კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო, გასული წლის ივნისში დატოვა.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯო მეისი და კიტი დონალდსონი