LIVE

წვეულება ლოქდაუნის დროს - ბორის ჯონსონს გადადგომისკენ მოუწოდებენ

11 იან 202215:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1434
წვეულება ლოქდაუნის დროს - ბორის ჯონსონს გადადგომისკენ მოუწოდებენ
WPA Pool/Getty Images

გასულ წელს, ლოქდაუნის დროს სავარაუდო წვეულების გამო ოპოზიცია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს გადადგომისკენ მოუწოდებს. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოფიციალური პირები წვეულებაზე პრემიერის ოფისის ბაღში 2020 წლის მაისში მიიწვიეს, როდესაც მსგავსი შეკრებები Covid-19-ის პირველი ტალღის დროს აკრძალული იყო. 

წვეულებების სკანდალმა სერიოზულად დააზიანა ბორის ჯონსონის რეპუტაცია და კონსერვატიული პარტიის პოზიცია გამოკითხვებში.

“ვფიქრობ, ის უნდა წავიდეს. მან დაკარგა ბრიტანეთის საზოგადოების ნდობა სიცრუით, მოტყუებით და საკუთარი წესების დარღვევით”, - განაცხადა ანგელა რეინერმა, ლეიბორისტული პარტიის ლიდერის მოადგილემ. 

თავად ჯონსონმა არ უარყო წვეულებაზე დასწრება და ბრალდების საპასუხოდ განაცხადა, რომ “ეს ყველაფერი გამოძიების საგანია”.

სავარაუდო წვეულების დროს, ჯონსონის მთავრობამ გასცა მკაცრი ბრძანება, რომლის თანახმად, მოქალაქეებს ჰქონდათ ღია ცის ქვეშ, საჯარო ადგილას მხოლოდ ერთ ადამიანთან შეხვედრის უფლება.

20 მაისს წვეულების შესახებ მესიჯი 100-ზე მეტ თანამშრომელს პრემიერ-მინისტრის მთავარმა პირადმა მდივანმა, მარტინ რეინოლდსმა გაუგზავნა. ITV-ის ინფორმაციით, ღონისძიებას საბოლოოდ დაახლოებით 40 ადამიანი დაესწრო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯო მეიესი და ემილი ეშტონი