LIVE

WEF-ი მომდევნო 10 წლის ყველაზე დიდ გლობალურ რისკებს ასახელებს

12 იან 202212:37
3 წუთის საკითხავი
clock clock 481
WEF-ი მომდევნო 10 წლის ყველაზე დიდ გლობალურ რისკებს ასახელებს

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის(WEF) მიხედვით, გლობალური ეკონომიკის აღდგენის დაჩქარებასთან მიმართებაში მოლოდინები შედარებით პესიმისტურია.  ოფიციალური პირები და ბიზნეს ლიდერები მთავარ რისკებად პანდემიასთან ერთად, კლიმატის ცვლილებას და სოციალური დაძაბულობის ზრდას ასახელებენ.

WEF-ის 2022 წლის გლობალური რისკების ანგარიშში, სამომავლო პერსპექტივა ოპტიმისტურად ექვსი გამოკითხულიდან მხოლოდ ერთმა შეაფასა. ასევე, ყოველი 10 გამოკითხულიდან მხოლოდ ერთი ფიქრობს, რომ მსოფლიო ეკონომიკური ზრდა დაჩქარდება.

ანგარიშის თანახმად, კლიმატთან დაკავშირებული პრობლემები და ექსტრემალური ამინდი მსოფლიოსთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკია სამომავლოდ, განსაკუთრებით მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში.

მოკლევადიან შიშებს შორის არის Covid-19-ით გამოწვეულ ჯანმრთელობის კრიზისი და სოციალური გაყოფა. ეკონომიკური და ვალებთან დაკავშირებული საკითხები შეფასებულია, როგორც საშუალოვადიანი საფრთხეები.

ამ ფონზე, ექსპერტების შეფასებით, გლობალური აღდგენა შესაძლოა არასტაბილური და არათანაბარი აღმოჩნდეს.

კვლევამ აჩვენა, რომ პანდემიამ ასევე შეცვალა წარმოდგენები იმის შესახებ, თუ რომელი რისკები იქნება ყველაზე მეტად მატერიალიზებული მომდევნო ათწლეულის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ კიბერთავდასხმებთან და მონაცემთა გაყალბებასთან დაკავშირებული რისკები კლიმატთან და სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებულმა რისკებმა ჩაანაცვლა.

„კლიმატის ცვლილების მიმართ უმოქმედობამ შესაძლოა გლობალური მშპ ერთი მეექვსედით შეამციროს“, - განაცხადა ციურიხის სადაზღვევო ჯგუფის რისკების მთავარმა ოფიცერმა, პიტერ გიგერმა WEF-ის ანგარიშის თანმხლებ წერილში.

გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ რესპონდენტებს სურთ ლიდერებს შორის მეტი კოორდინაცია იყოს გლობალური პრობლემების გადაჭრის გზებთან დაკავშირებით. 

 Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალესანდრა მიგლიაჩიო