LIVE

რა გაძვირდა და გაიაფდა ყველაზე მეტად - პროდუქტების TOP-10

10 იან 202210:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 939
რა გაძვირდა და გაიაფდა ყველაზე მეტად - პროდუქტების TOP-10

„საქსტატის“ მონაცემებით, გასული წლის დეკემბერში ნოემბერთან შედარებით, ინფლაცია 0.3%-ით, ხოლო წლიური ინფლაცია 13.9%-ით გაიზარდა. 

რაც შეეხება ყველაზე მეტად გაძვირებულ და გაიაფებულ პროდუქტებს, „საქსტატის" თანახმად, 2021 წლის დეკემბერში, წინა წლის დეკემბრთან შედარებით, ყველაზე მეტად შემდეგი 10 პროდუქტი გაძვირდა: 

  • კომბოსტო - 199%;
  • წყლის გადასახადი - 77.37%;
  • ბუნებრივი გაზის გადასახადი - 76.59%;
  • ელექტროენერგიის გადასახადი - 65.64%;
  • ნაგვის გატანის გადასახადი - 58%;
  • ქლიავი - 51.4%;
  • ლურსმანი -49.1%;
  • თერმომეტრი -47.5%;
  • ბენზინი - 39.8%;
  • კვერცხი - 37.5%;

ბოლო 1 წელში ყველაზე მეტად გაიაფებული TOP-10 პროდუქტი შემდეგია:

  • თვითმფრინავით მგზავრობა - 21.8%;
  • ლიმონი -17.4%;
  • მამაკაცის შარვალი - 17.2%-ით;
  • ქალის ქვედაკაბა - 15.5%;
  • ხახვი -15.3%;
  • მამაკაცის პერანგი - 13.3%;
  • პომიდორი -12.4%
  • ქალის შარვალი -10.7%;
  • ქალის დემისეზონური ფხსაცმელი - 8.6%;
  • ბავშვის სპორტული კოსტუმი -7.3%.