LIVE

კვიპროსში დელტასა და ომიკრონის გაერთიანებული ვარიანტი აღმოაჩინეს

09 იან 202211:07
3 წუთის საკითხავი
clock clock 1212
კვიპროსში დელტასა და ომიკრონის გაერთიანებული ვარიანტი აღმოაჩინეს
Bloomberg

კვიპროსში Covid-19-ის შტამი აღმოაჩინეს, რომელიც დელტასა და ომიკრონს აერთიანებს. ამის შესახებ კვიპროსის უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა პროფესორი და ბიოტექნოლოგიისა და მოლეკულური ვირუსოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ლეონდიოს კოსტრიკისი იტყობინება.

„ამჟამად არსებობს ომიკრონის და დელტას ერთობლივი ინფექციები. ჩვენ აღმოვაჩინეთ შტამი, რომელიც ამ ორის კომბინაციაა“, - განაცხადა კოსტრიკისმა ტელეკომპანია სიგმასთან ინტერვიუში. მისი თქმით, აღმოჩენას "დელტაკრონი" ეწოდა, რადგან დელტა გენომებში ომიკრონის მსგავსი გენეტიკური ხელწერა გამოვლინდა.

კოსტრიკისმა და მისმა გუნდმა 25 ასეთი შემთხვევა გამოავლინეს. სტატისტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ კომბინირებული ინფექციის სიხშირე უფრო მაღალია ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, ვიდრე არაჰოსპიტალიზირებულში.

"დელტაკრონის" 25 შემთხვევის GISAID-ს, საერთაშორისო მონაცემთა ბაზას, რომელიც ვირუსის ცვლილებებს აკონტროლებს, 7 იანვარს გაეგზავნა.

”მომავალში დავინახავთ, ეს შტამი უფრო პათოლოგიურია თუ უფრო გადამდები”- განაცხადა კოსტრიკისმა. თუმცა, მისი პირადი შეხედულებაა, რომ ეს შტამიც უაღრესად გადამდები ომიკრონის ვარიანტით ჩანაცვლდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: გეორგიუს გეორგიუ