ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჯომარტ ტოკაევის თქმით, ქვეყანაში წესრიგი დიდწილად აღდგა. რუსეთმა და მისმა მოკავშირეებმა გაგზავნეს ჯარები დემონსტრაციების ჩასახშობად, რომელიც ცენტრალური აზიის ქვეყნის ხელმძღვანელობას 1991 წლის, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის.
ჯარებმა გაასუფთავეს მთავარი მოედანი ალმათიში, ქვეყნის უდიდეს ქალაქში. საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, ყოფილ დედაქალაქში ისმოდა აფეთქებებისა და სროლის ხმა. უცნობია შეტაკებების დროს დაღუპულ დემონსტრანტთა ზუსტი რაოდენობა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაკავებულია 3000-ზე მეტი პირი, დაღუპულია 26 და დაშავებულია 18 ადამიანი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მოუწოდა ყაზახეთის მთავრობას, ეძიოს კრიზისის “მშვიდობიანი, ადამიანის უფლებების დაცვით გადაწყვეტა”. მის კოლეგასთან, მუხტარ ტილეუბერდისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ შტატები მხარს დაუჭერს ქვეყნის “კონსტიტუციურ ინსტიტუტებს და მედიის თავისუფლებას”.
ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა Twitter-ზე დაწერა, რომ “მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს”.
სატელეფონო საუბარი შედგა თურქეთისა და ყაზახეთის ლიდერებს შორის. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გამოხატა მზაობა, საჭიროების შემთხვევაში, გაუზიაროს ყაზახეთს ნებისმიერი სახის ტექნიკური ცოდნა ან გამოცდილება.
ინტერვენცია კრემლის მეორე მნიშვნელოვან ნაბიჯია საფრთხის წინაშე მყოფი მოკავშირის გასაძლიერებლად. 2020 წელს ვლადიმერ პუტინმა მხარი დაუჭირა ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ სახალხო პროტესტის ჩახშობას, რამაც შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების სანქციები გამოიწვია.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნარიმან გიზიტდინოვი