LIVE

ომიკრონის გავრცელების გამო გრემის დაჯილდოება გადაიდო

06 იან 202213:24
3 წუთის საკითხავი
clock clock 1064
ომიკრონის გავრცელების გამო გრემის დაჯილდოება გადაიდო

გრემის რიგით 64-ე დაჯილდოება, რომელიც 31 იანვარს შეერთებულ შტატებში უნდა გამართულიყო, პანდემიის გამო გადაიდო. ამ ეტაპზე უცნობია, როდის გაიმართება უდიდესი მუსიკალური დაჯილდოება.

ორგანიზატორების თქმით, მუსიკალური საზოგადოების, ცოცხალი აუდიტორიისა და ასობით თანამშრომლის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მათ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

გრემის დაჯილდოებასთან ერთად, სანდენსის კინოფესტივალმა გააუქმა ყველა სახის ღონისძიება. მისი ყველა დამოუკიდებელი ფილმის პრემიერა და ღონისძიება ონლაინ გაიმართება.