LIVE

Wall Street-ის მოლოდინები 2022 წლისთვის

05 იან 202218:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 1002
Wall Street-ის მოლოდინები 2022 წლისთვის
Bloomberg

2022 წლის დაწყებასთან ერთად, Wall Street-ის 50-მდე ფინანსური ინსტიტუტის მთავარი გზავნილია, რომ სიტუაცია კვლავ გარგად გამოიყურება. თუმცა, ფინანსური ინსტიტუტები ასევე აცხადებენ, რომ ხელახალი გახსნით გამოწვეული მღელვარე ზრდა ისტორიას ჩაბარდება. ზრდა შენელდება. აღდგენა იქნება ზომიერი, რისკები მრავლად იქნება, მაგრამ ასევე იქნება შესაძლებლობებიც.

ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზებში ინფლაციის თემა დომინირებს. AXA Investment Managers-ი ინფლაციას 2022 წლის მთავარ საზრუნავად ასახელებს. მზარდი ფასები Wall Street-ის პროგნოზების თითქმის ყველა სცენარში ფიგურირებს.

მიუხედავად იმისა, რომ ფირმები ვერ თანხმდებიან გარდამავალი ინფლაციის შესახებ, ეს გაურკვევლობა განაპირობებს კონსენსუსს, რომ წელს ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკი მონეტარული პოლიტიკის არასწორი ნაბიჯები იქნება.ფინანსურ ინსტიტუტებს შორის არსებობს მოლოდინი, რომ პოლიტიკა გამკაცრდება.

Goldman Sachs-ის მიხედვით, პრობლემის ნაწილია ისიც, რომ ყველა ძირითად აქტივების კლასში შეფასება გაზრდილია. როცა ყველაფერი ისედაც გაძვირებულია, მოსალოდნელი ზრდა უფრო მცირეა. აქციებზე ერთნიშნა მოგება ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ფართო კონსენსუსია.

Wall Street-ის პროგნოზებში Covid-ი პოპულარული თემა არ არის. BNY Mellon Wealth Management-ის თქმით, იმედია, რომ ვაქცინებს საშუალებით პანდემია დასრულდება.

ფინანსური ინსტიტუტებისთვის ჩინეთი კორონავირუსზე ორჯერ პოპულარული თემაა. მსოფლიოს მეორე უმსხვილესი ეკონომიკის შენელება Wall Street-ზე მთავარ რისკად განიხილება. ამის მიუხედავად, რამდენიმე ფინანსური ინსტიტუტი, მათ შორის Goldman Sachs-ი, ამტკიცებს, რომ ჩინეთი ჯერ არ არის "არაინვესტირებადი".

ამავდროულად, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო გარემოსდაცვით, სოციალური და მმართველობით ინვესტიციებს. რაც შეეხება ციფრულ აქტივებს, მიუხედავად ბლოკბასტერული წლისა, ისინი ფინანსური ინსტიტუტებისთვის პოპულარული თემა არ იყო. JPMorgan Asset Management-ის სიტყვებით, მიუხედავად მედია აჟიოტაჟისა და ფასების მკვეთრი ზრდისა, კრიპტო პორტფელის აქტივად ჯერ ჩამოყალიბებული არ არის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სემ პოტერი