LIVE

ისრაელში Covid ინფიცირების მაჩვენებელი პანდემიის დაწყების შემდეგ რეკორდულ დონეზეა

05 იან 202217:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 713
ისრაელში Covid ინფიცირების მაჩვენებელი პანდემიის დაწყების შემდეგ რეკორდულ დონეზეა
Yonatan Sindel/Flash90

სამშაბათს ისრაელში Covid-19-ით ინფიცირების რეკორდული, 11 978 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ვირუსის გავრცელების ზრდა ომიკრონის ვარიანტს უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ მძიმე შემთხვევების რიცხვი ოთხშაბათს 125-მდე გაიზარდა, მაჩვენებელი ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია ერთი წლის წინ დაფიქსირებულ რაოდენობასთან შედარებით.  

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა მიმდინარე კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელმა შესაძლოა 50 000-ს მიაღწიოს. ისრაელმა ხანდაზმული ადამიანებისთვის ვაქცინის მეოთხე დოზის შეთავაზება დაიწყო და გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ფართოდ გაავრცელა გამაძლიერებელი ვაქცინა ახალ ვარიანტთან საბრძოლველად.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალისა ოდენჰაიმერი