LIVE

ნიდერლანდების ათასობით მოქალაქემ კორონავირუსული ჩაკეტვები გააპროტესტა

02 იან 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 965
ნიდერლანდების ათასობით მოქალაქემ კორონავირუსული ჩაკეტვები გააპროტესტა
Getty Images

ნიდერლანდების ათასობით მოქალაქემ შეკრების აკრძალვის მიუხედავად კოროვირუსის შესაჩერებლად მიღებული ლოქდაუნი გააპროტესთა. აქციის მონაწილეები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და ამსტერდამის პარკამდე ჩაატარეს მსვლელობა.

დემონსტრანტთა მცირე ჯგუფი ხანმოკლე შეტაკებაში მოხვდა სპეცრაზმელებთან, როდესაც ოფიცრები ცდილობდნენ მუზეუმის მოედანზე პროტესტი დაეშალათ. ადგილზე მყოფმა ჟურნალისტებმა მინიმუმ ერთი პირის დაკავება დააფიქსირეს.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ პროტესტი უკანონოდ გამოაცხადა და თქვა, რომ პოლიციას ჰქონდა ვარაუდი, რომ ზოგიერთი დემონსტრანტი შესაძლოა ძალადობისთვის მომზადებული ყოფილიყო. მოგვიანებით მუნიციპალიტეტმა ბრძანება გასცა ხალხის მიერ მოედნის სასწრაფოდ დატოვების შესახებ.

ნიდერლანდებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლები თანდათან მცირდება. ქვეყანამ ნოემბერში ახალი ლოქდაუნი დააწესა, არდადეგების პერიოდში კი ზომები უფრო გამკაცრდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია