LIVE

სომხეთი იანვრიდან თურქულ საქონელზე ემბარგოს მოხსნის

31 დეკ 202115:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1315
სომხეთი იანვრიდან თურქულ საქონელზე ემბარგოს მოხსნის

სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 იანვრიდან თურქულ საქონელზე დაწესებული ემბარგო გაუქმდება. ის 2020 წელს ყარაბაღის ომში თურქეთის მხრიდან აზერბაიჯანის მხარდაჭერის გამო დაწესდა. 

თურქეთი და სომხეთი რამდენიმე დღის წინ ურთიერთობის ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ და ორ ქვეყანას შორის ჩარტერული ფრენები მალე აღდგება.

15 დეკემბერს თურქეთმა სერდარ კილიჩი, ყოფილი ელჩი აშშ-ში, სომხეთთან ნორმალიზაციის ნაბიჯების განსახილველად სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა. სამი დღის შემდეგ სომხეთმა თურქეთთან დიალოგის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე, რუბენ რუბინიანი წარადგინა.

დაგეგმილია სპეციალური წარმომადგენლების პირველი შეხვედრა რუსეთში, თუმცა ამ ეტაპზე თარიღი უცნობია. 

სომხეთმა და თურქეთმა კავშირების აღდგენისა და საერთო საზღვრის გასახსნელად 2009 წელს სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი, მაგრამ ის არასოდეს რატიფიცირებულა.