LIVE

გერმანია 3 ატომურ ელექტროსადგურს დახურავს

30 დეკ 202116:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1175
გერმანია 3 ატომურ ელექტროსადგურს დახურავს
Sean Gallup/Getty Images

პარასკევს გერმანიაში სამი ატომური ელექტროსადგური გაითიშება, რაც ბირთვულ ენერგიაზე ეტაპობრივად უარის თქმის გეგმის ნაწილია.

“ატომური ენერგიის გამოყენების დასრულება ჩვენს ქვეყანას უფრო უსაფრთხოს ხდის და ხელს შეუწყობს რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილებას”,- განაცხადა ფედერალურმა მინისტრმა გარემოსა და ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში, შტეფი ლემკემ.

დარჩენილი სამი ატომური სადგური - Emsland ქვემო საქსონიაში, Isar 2 ბავარიაში და Neckarwestheim 2 ბადენ-ვიურტემბერგში - 2022 წლის ბოლომდე დაიხურება.

გერმანიის ელექტროენერგიის წარმოების დაახლოებით 10% ბირთვულ ენერგიაზე მოდის. გადაწყვეტილებამ გამოიწვია კრიტიკა, რადგან გერმანიას მოუწევს მკვეთრად გაზარდოს განახლებადი ენერგიის წარმოების მაჩვენებელი.

საფრანგეთი 1 მილიარდ ევროს ჩადებს მცირე მოდულური რეაქტორების კვლევასა და განვითარებაში. ბელგია 2025 წლისთვის ყველა ატომური ელექტროსადგურის დახურვას აპირებს, მაგრამ გეგმავს 100 მილიონი ევროს ინვესტირებას ახალი თაობის ბირთვულ რეაქტორებსა და კვლევებში.