LIVE

Samsung-ის დამფუძნებლის შვილი პატიმრობაში დააბრუნეს

18 იან 202111:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 408
Samsung-ის დამფუძნებლის შვილი პატიმრობაში დააბრუნეს
SeongJoon Cho/Bloomberg

Samsung-ის დამფუძნებლის შვილს, ჯეი ი. ლის ორი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

კორუფციის ბრალდებით ტექნოგიგანტის მმართველის დაპატიმრების გადაწყვეტილება სეულის უმაღლესმა სასამართლომ ჯერ კიდევ 2017 წელს მიიღო. მაშინ ჯეი ი. ლის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა სასჯელის შემცირების შემდეგ, 2018 წლის თებერვალში ის გაათავისუფლეს. 2019 წელს უზენაესმა სასამართლომ საქმეს ხელახალი განხილვა დაიწყო. 

ბრალდების მტკიცებით, სასამართლოში სასურველი გადაწყვეტილების სანაცვლოდ, სამსუნგის ხელმძღვანელმა ყოფილი პრეზიდენტის მეგობარს თანხა და ცხენები შესთავაზა. უზენაესმა სასამართლომ, კორუფციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო, სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს პარკ გეუნ-იეს 20-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებები Samsung-თან დაკავშირებულ საქმსაც მოიცავდა. 

სასამართლო განაჩენის გამოცხადებისთანავე,  Samsung Electronics-ის აქციების ფასი 4%-ით დავარდა. 

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ლის ყოველდღიური საქმეებიდან გათიშვა მასიურ ინვესტიციებსა და სტრატეგიულ ნაბიჯებზე აისახება.  

ამასთან, ლის სახელი კიდევ ერთ საქმეს უკავშირდება - Samsung C&T-ისა და Cheil Industries-ს 2015 წლის სადავო გარიგებას, სადაც სხვადასხვა ტიპის დარღვევა იკვეთება. ამ საქმის პროცესებს ლი პატიმრობაში შეხვდება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სოჰი კიმი