LIVE

შესაძლოა, ანტიგენტის სწრაფი ტესტი ომიკრონის გამოსავლენად ნაკლებად ზუსტი იყოს - FDA

30 დეკ 202111:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 1376
შესაძლოა, ანტიგენტის სწრაფი ტესტი ომიკრონის გამოსავლენად ნაკლებად ზუსტი იყოს - FDA

აშშ-ის "სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ" (FDA) განაცხადა, რომ ანტიგენის სწრაფი ტესტები, რომლებსაც ადამიანები სახლში იყენებენ, შესაძლოა ნაკლებად მგრძნობიარე იყოს კორონავირუსის ომიკრონ ვარიანტის მიმართ, მაგრამ ჯანდაცვის ოფიციალური პირების თქმით, ის პანდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვან ინსტრუმენტად რჩება. 

FDA-ის განცხადებით, ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტთან ერთად ჩატარებული ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ანტიგენის ტესტებმა ვარიანტი დააფიქსირა, ვირუსის მგრძნობელობა გაცილებით დაბალი იყო, რაც ნიშნავს, რომ ისინი ვირუსს ნაკლები სიხშირით აღმოაჩენენ. 

სააგენტო ტესტების შესახებ მეტ ინფორმაციას არ ავრცელებს, მაგრამ ამბობს, რომ მუშაობს მეტი დეტალის გასარკვევად.

ზოგადად ცნობილია, რომ ვირუსის მიმართ ანტიგენის ტესტები ნაკლებად მგრძნობიარეა, ლაბორატორიებში ჩატარებულ PCR ტესტებთან შედარებით, მაგრამ ისინი უფრო სწრაფი და მოსახერხებელია, რადგან გამოყენება მარტივია და სახლშიც შესაძლებელია. 

FDA ხალხს მოუწოდებს, რომ გააგრძელონ ამ ტესტის გამოყენება და  და დარწმუნდნენ, რომ ინსტრუქციას ზუსტად ასრულებენ. თუ ტესტი უარყოფით პასუხს აჩვენებს, მაგრამ პირი ეჭვობს, რომ მას შესაძლოა Covid-19 ჰქონდეს, სააგენტო PCR ტესტის გაკეთებას ურჩევს.