LIVE

ოლიმპიადის დაწყებამდე ჩინეთი 13-მილიონიან ქალაქში მასშტაბურ დეზინფექციას ატარებს

27 დეკ 202114:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1427
ოლიმპიადის დაწყებამდე ჩინეთი 13-მილიონიან ქალაქში მასშტაბურ დეზინფექციას ატარებს

ჩინეთი ქალაქ სიანში Covid-19-ის დელტა შტამით გამოწვეული მორიგ ეპიდაფეთქების საპასუხოდ მასშტაბური სადეზინფექციო ღონისძიებები დაიწყო.  

ადგილობრივი ხელისუფლება მთელ ქალაქში ასხურებს სადეზინფექციო საშუალებებს და მოსახლეობას სთხოვს დახურონ ფანჯრები და მოერიდონ ქუჩებში ინფრასტრუქტურის ზედაპირებსა და მცენარეულობას. აკრძალულია ქუჩებში კერძო მანქანებით გადაადგილება.

ქალაქის მთავრობა ამ გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივიდა, რაც  ყოველდღიური ახალი ინფიცირების მაჩვენებელი გუშინ 150-მდე გაიზარდა. ჯანდაცვის ორგანოები შემთხვევების გამოსავლენად მოსახლეობას აქტიურად ტესტირებას. ჩინეთში ამ დროისთვის დომინანტია დელტა ვარიანტი. ქვეყანაში ომიკრონის რამდენიმე შემთხვევაც დაფიქსირდა, თუმცა შტამი მოგზაურებს აღმოაჩნდათ. საზოგადოებაში ვარიანტის გავრცელება ჯერ არ დაფიქსირებულა. 

ქვეყანა ცდილობს, რომ ზამთრის ოლიმპიადას, რომელიც 2022 წლის 4 თებერვალს იწყება, ინფიცირების დაბალი მაჩვენებლით შეხვდეს. დღეს ჩინეთმა სულ 162 ახალი შიდა შემთხვევის შესახებ განაცხადა. მათ შორის 150 მოდის ქალაქ სიანზე, სადაც ლოკდაუნი გასულ კვირას გამოცხადდა. 

Bloomberg-ის მიხედვით, ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ჯერ კიდევ აგრესიულად ცდილობს მკაცრი რეგულაციებით ვირუსის შეკავებას.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია