LIVE

იაპონელებმა შექმნეს ეკრანი, რომლითაც გემოს შეგრძნება შეიძლება

24 დეკ 202113:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1777
იაპონელებმა შექმნეს ეკრანი, რომლითაც გემოს შეგრძნება შეიძლება
REUTERS

იაპონელმა პროფესორმა შეიმუშავა სატელევიზიო ეკრანის პროტოტიპი, რომლის ალოკვითაც გემოს შეგრძნება შეიძლება. 

ეკრანის კონტეინერებში მოთავსებულია გემოს 10 კონტეინერი, საიდანაც არომატი გამოდის. მეიჯის უნივერსიტეტის პროფესორის, ჰომეი მიაშიტას თქმით, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას მზარეულების ან სომელიეების დისტანციურად მოსამზადებლად.

კომერციულად დამზადების შემთხვევაში, ტელევიზორის ფასი $875 იქნება. 

"ეკრანის მიზანია ადამიანებს მივცეთ საშუალება ჰქონდეთ ისეთი გამოცდილება, როგორიც არის მსოფლიოს მეორე მხარეს რესტორანში ჭამაა, თუნდაც ის საკუთარ სახლში იმყოფებოდეს“,- განუცხადა მან Reuters-ს.

გავრცელებული ინფორმაციით, ის აწარმოებს მოლაპარაკებებს მწარმოებლებთან არომატის შესხურების ტექნოლოგიის სხვა შესაძლო აპლიკაციების შექმნის შესახებ.

პროფესორი მიაშიტა ფიქრობს, რომ პანდემიის დროს ამ ტიპის ტექნოლოგიამ შეიძლება, გააუმჯობესოს ადამიანების კავშირი გარე სამყაროსთან.

უფრო ადრე პროფესორმა მიაშიტამ და მისმა სტუდენტებმა შექმნეს გემოვნებასთან დაკავშირებული მოწყობილობების სერია, მათ შორის ჩანგალი, რომელიც აძლიერებს გემოს შეგრძნებას.