LIVE

საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადად მგზავრობა 1 ლარამდე ძვირდება

22 დეკ 202114:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 2162
საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადად მგზავრობა 1 ლარამდე ძვირდება

2022 წლის პირველი თებერვლიდან დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ძვირდება.

კერძოდ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი, საბაგირო) ერთჯერადად გადახდის შემთხვევაში, თებერვლიდან 50 თეთრის ნაცვლად 1 ლარის გადახდა მოგიწევთ. როგორც "ბიზნეს ფორმულას" თბილისის მერიაში განუცხადეს, ამის შემდეგ, გადაჯდომისას, 90 წუთის განმავლობაში, დამატებითი თანხის გადახდა საჭირო აღარ იქნება. 

მერიის განცხადებით, დარჩება საბანკო ბარათებით გადახდის არსებული სისტემა და ამასთან, შეიქმნება სააბონენტო ბარათები, რომელთა აღება ნებაყოფლობითი იქნება.

ბარათების ფასი 1 ლარიდან 250 ლარამდეა, კერძოდ: 

  • ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი -1 ლარი; 
  • ულიმიტო 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი;
  • ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი - 20 ლარი;
  • ულიმიტო 1-თვიანი - 40 ლარი;
  • ულიმიტო 3-თვიანი ბარათი - 100 ლარი;
  • ულიმიტო 6-თვიანი ბარათი - 150 ლარი;
  • ერთწლიანი ბარათი - 250 ლარი.

აბონემენტების გაყიდვა 5 იანვრიდან დაიწყება და მოქალაქეებს მისი შეძენა თბილისის მეტროს სალაროებსა და „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალებში შეეძლებათ.