LIVE

როგორ გავთავისუფლდეთ “ტოქსიკურ პოზიტიურობისგან”

17 იან 202112:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1082
როგორ გავთავისუფლდეთ “ტოქსიკურ პოზიტიურობისგან”

წარმატებულმა მეწარმემ, მდიდარმა, აღიარებულმა და ბედნიერი ოჯახის მქონე მამაკაცმა ნეიროფსიქოლოგს მიმართა. მას დეპრესია ჰქონდა, თუმცა ამას თავად არ აღიარებდა. ფსიქოლოგის შეფასებით, მას თანამედროვე ავადმყოფობა აწუხებდა. 

“მას ყოველთვის უწევდა საკუთარი ღირსების წარმოჩენა. უნდა გაემართლებინა მოლოდინი და გარშემომყოფებისთვის ეჩვენებინა, როგორი წარმატებული და ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა. ყოველთვის ასე იქცეოდა და ამის შეცვლას არ აპირებდა. ეს არის “ტოქსიკური პოზიტიურობა”, ამბობს ნეიროფსიქოლოგი.  

FONO - შიში, რომ საკმარისად პოზიტიურად არ გამოიყურები, ასევე ცნობილია, “უარყოფითი პოზიტიურობის” სახელით. ეს არის მდგომარეობა, როდესაც სევდიანი განწყობის მიუხედავად გადაჭარბებულად გამოხატავ მხიარულებას.

ამ მდგომარეობის მსხვერპლები უფრო ხშირად წარმატებული ადამიანები ხდებიან. ასეთ პაციენტებს ნიუ იორკის Lenox Hill საავადმყოფოს პრაქტიკოსი ფსიქოლოგი ნაომი ტორეს-მაკი უწოდებს ადამიანებს "წარმატებების სარბენ ბილიკზე".   

ამის მაგალითად მას მოჰყავს ახალდაოჯახებული ფინანსისტი კაცი. თავისი კარიერის პიკზე მისი ერთადერთი იდენტიფიცირებული პრობლემა უძილობა იყო. როდესაც ეღვიძა, ის საკუთარ თავს ეკითხებოდა, რამდენად წარმატებული იყო, რას ფიქრობდა მასზე თავისი უფროსი. მას სურდა, სრულყოფილი, ბედნიერი და პოზიტიური ადამიანის იმიჯი ჰქონოდა. როდესაც ის დასაძინებლად წვებოდა, ფიქრები მოსვენების საშუალებას არ აძლევდა და არ აძინებდა. მისი მკურნალობა მის მიერ ბედნიერების აღქმასა და წარმატებას შორის კავშირის გაწყვეტას ისახავდა მიზნად.

"უარყოფითი პოზიტიურობის" მაგალითს ვხვდებით Instagram-ზე, სადაც ეფექტური ფილტრები გადაჭარბებითაა გამოყენებული, პოსტებს ხშირად ახლავს ჰეშტეგი #blessed. 

გადაჭარბებული ოპტიმიზმის მაგალითს სამუშაო სივრცეშიც შეხვდებით. ზოგი უფროსი დაჟინებით მოითხოვს თანამშრომლებისგან, რომ Zoom შეხვედრა სასიხარულო ამბების გაზიარებით დაიწყონ. 

თანამედროვე კორპორატიული კულტურა ამ ტენდენციებს ამძაფრებს. პანდემიის დაწყებამდე თანამშრომლებს მოუწოდებდნენ, ბედნიერები ყოფილიყვნენ, რადგან ისინი ოფისში მუშაობდნენ, ჰქონდათ განმუხტვის სივრცე და უფასო ლანჩი. ახლა, სახლიდან მუშაობის პირობებში, მათ მოუწოდებენ მადლიერები იყვნენ, რომ სამუშაო აქვთ. ასეთ სამუშაო სივრცეში თანამშრომლები თავიანთ წუხილს ვერ გამოხატავენ, რადგან მათი ქცევა გუნდის წინააღმდეგ წასვლად აღიქმება.

პოზიტიურობისა და წარმატებულობის მოთხოვნილებამ პერსონალური ქოუჩების რიცხვი გაზარდა. 2001 წელიდან დღემდე ქოუჩერთა საერთაშორისო ფედერაციის წევრების რაოდენობა 4 700-დან 41 000-მდე გაიზარდა.

როგორ შევინარჩუნოთ ფსიქიკური ჯანმრთელობა და ემოციური სტაბილურობა? ამაზე, ფსიქოლოგებს მოულოდნელი შემოთავაზება აქვთ. უყურეთ Disney-Pixar’s ცნობილ ანიმაციას Inside Out ("თავდაყირა"), სადაც ადამიანის ემოციებია გაცოცხლებული. 

ტოქსიკური პოზიტიურობის ერთ-ერთი საუკეთესო ანტიდოტი იმის გაცნობიერებაა, რომ ცხოვრების საუკეთესო მომენტები, როდესაც თქვენ თავს კარგად გრძნობთ, სავსეა არაერთგვაროვანი ემოციებით. მნიშვნელოვანია, საკუთარ თავთან ერთად, სხვებს ნეგატივის გამოხატვის საშუალება მისცეთ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ ელვუდი