LIVE

კოვიდ გადატანილთა ნაწილი დაღლილობას და ძილის პრობლემას ერთი წლის შემდეგაც უჩივის

17 დეკ 202110:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 858
კოვიდ გადატანილთა ნაწილი დაღლილობას და ძილის პრობლემას ერთი წლის შემდეგაც უჩივის
Ernesto Benavides/AFP/Getty Images

ჰოსპიტალიზებულ კოვიდინფიცირებულთა უმეტესობას, რომლებსაც ხანგრძლივი კოვიდის სიმპტომები ჰქონდა, მცირე გაუმჯობესება ერთი წლის შემდეგ აღენიშნათ.   

გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ "ხანგრძლივი" კოვიდის მქონე ათიდან შვიდ პაციენტს სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, კუნთების ტკივილი, ძილის პრობლემა და სუნთქვის გაძნელება საავადმყოფოდან გაწერიდან 12 თვის შემდეგაც აწუხებდა. ანალიზმა ცხადყო, რომ შვიდი თვის წინანდელთან შედარებით, პაციენტები აღნიშნავდნენ მცირე გაუმჯობესებას, რიგ შემთხვევაში კი თავს იმავენაირად გრძნობდნენ. 

"როდესაც ვსაუბრობთ, რომ დიდ ბრიტანეთში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი Covid-19-ის შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს, ვსაუბრობთ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილზე, რომელიც მუდმივ ავადმყოფობასა და ცხოვრების დაქვეითებულ ხარისხს ჩივის",- ამბობს ლესტერის უნივერსიტეტის რესპირატორული მედიცინის პროფესორი, კრის ბრაითლინგი.

კვლევის ფარგლებში გაანალიზდა ბრიტანეთის მასშტაბით 2,320 ზრდასრული. პირებს, რომლებსაც ხანგრძლივი კოვიდი მძიმე ფორმებში ჰქონდათ, მოგვიანებით უფრო მეტი გვერდითი მოვლენა აღენიშნებოდათ. 

დაკვირვებამ ასევე აჩვენა, რომ ქალებს, მსუქან ადამიანებს და იმ პირებს, ვისაც საავადმყოფოში ყოფნის დროს მექანიკური სუნთქვის აპარატი ესაჭიროებოდათ, უფრო ნაკლებად ახერხებდნენ სრულად გამოჯანმრთელებას. 

კვლევას სამეცნიერო შეფასება ჯერ არ მიუღია და არც სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებულა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ირინა ანგელი