LIVE

დასაკეცი iPhone - რა ცვლილებებს გეგმავს Apple 2021 წელს

16 იან 202112:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 714
დასაკეცი iPhone - რა ცვლილებებს გეგმავს Apple 2021 წელს
Michael Short/Bloomberg

Apple-მა iPhone-ის დასაკეც ეკრანზე მუშაობა დაიწყო, თუმცა 2021 წელი მხოლოდ მცირე ცვლილებების წელი იქნება. კომპანიამ უკვე შეიმუშავა დასაკეცი ეკრანების პროტოტიპი შიდა ტესტირებისთვის, მაგრამ დასაკეცი iPhone-ის გაშვების გეგმები ჯერ არ დამტკიცებულა.

დასაკეცი iPhone  Apple-ს საშუალებას მისცემს, აწარმოოს დიდი ეკრანის მქონე მოწყობილობა, რომლის ჯიბეში მოთავსებასაც მომხმარებელი მარტივად შეძლებს. Apple დასაკეცი  ეკრანის რამდენიმე ზომას განიხილავს, მათ შორის iPhone 12 Pro Max-ზე გამოყენებულ 6.7 ინჩიან ეკრანს. 

დასაკეცი iPhone სავარაუდოდ რამდენიმე წელიწადში გამოჩნდება ბაზარზე, რადგან კომპანია ამჟამად კონცენტრირებულია მომავალი თაობის ფლაგმანური iPhone და iPad- ების გამოშვებაზე წლის ბოლოს.

Apple არ გეგმავს მნიშვნელოვან ცვლილებებს iPhone-ის წლევანდელი ხაზისთვის, რადგან 2020 წელს მნშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა 5G ქსელის, ახალი მოდელისა და დიზაინის ჩათვლით. Apple-ის ინჟინრები განიხილავენ შემდეგ iPhone-ებს მოწყობილობის კიდევ ერთ “S” ვერსიას, ნომენკლატურას, რომელიც ჩვეულებრივ ენიჭება ახალ iPhone-ებს მცირე განახლებებით.

პროდუქტის განვითარებას ხელი Covid-19-ის პანდემიამაც შეუშალა, რადგან Apple-ის ტექნიკის ინჟინრები Silicon Valley-ის ოფისებში კვირაში მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში და შეზღუდული რაოდენობით მუშაობდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ iPhone 12-ის გამოშვებაც რამდენიმე კვირით გადადო, Apple- მა შეძლო თითქმის ყველა ფუნქციის დამატება, გარდა AirTags აქსესუარისა, რომელიც მომხმარებელს ფიზიკური საგნების -  ზურგჩანთების და გასაღებების ლოკაციის დადგენაში დაეხმარება. აქსესუარი ბაზარზე წელს გამოჩნდება.

Apple კვლავ ტესტავს 2021 წლის მთავარ განახლებას - ეკრანზე თითის ანაბეჭდის წამკითხველს. ეს გახდება iPhone-ის განბლოკვის ახალი მეთოდი, რომელიც გაცდება პაროლსა და Face ID-ის. Apple-მა თითის ანაბეჭდის სენსორებისგან დისტანცირება 2017 წელს, iPhone X-ის გაშვებით დაიწყო, მაგრამ Touch ID ფუნქცია დარჩა Mac ლაპტოპებსა და უფრო იაფ iPhone-ებზე.

თითის ანაბეჭდი მნიშვნელოვანი იქნება იმ გარემოში, სადაც მომხმარებლები ატარებენ ნიღბებს, რაც ხშირად შეუთავსებელია სახის ამოცნობასთან. თუმცა, Apple არ აპირებს სახის სკანერის ამოღებას, რადგან ის კვლავ გამოიყენება გაფართოებული რეალობისა და კამერის ფუნქციებისთვის.

Apple ასევე განიხილავს iPhone-ის ზოგიერთი მოდელის დატენვის პორტის შეცვლას უსადენო დატენვის სასარგებლოდ. კომპანია iPhone 12-ით უკვე გადავიდა მაგნიტური დატენვის სისტემა MagSafe-ზე.

ტაბლეტების ხაზისთვის, Apple გეგმავს ახალ iPad Pro-ს გამოშვებას, რომელიც ამჟამინდელი მოდელის მსგავსი იქნება, მაგრამ დაემატება MiniLED დისპლეი და ბევრად უფრო სწრაფი პროცესორი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ გურმანი