LIVE

11 თვეში $2.1 მილიარდი - ფულადი გზავნილები ისტორიულ მაქსიმუმზეა

15 დეკ 202112:32
3 წუთის საკითხავი
clock clock 1036
11 თვეში $2.1 მილიარდი - ფულადი გზავნილები ისტორიულ მაქსიმუმზეა

საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილები ისტორიულ მაქსიმუმზეა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის 11 თვეში უცხოეთიდან გადმორიცხულმა თანხამ $2.1 მილიარდს გადააჭარბა, რაც აღემატება როგორც პანდემიური 2020 წლის ($1.88 მილიარდი), ასევე 2019 წლის წლიურ მონაცემსაც ($1.7 მილიარდი). 

11 თვეში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა - $371 მილიონი რუსეთიდან გადმოირიცხა; $348 მილიონს გადააჭარბა ფულადი გზავნილების მოცულობამ იტალიიდან; $258 მილიონით მესამე ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია; $220 მილიონი გადმოირიცხა საბერძნეთიდან; ხოლო ისრაელიდან გადმორიცხულმა თანხამ $169 მილიონს გადააჭარბა. 

რაც შეეხება ნოემბრის მონაცემს, გასულ თვეში საქართველომ $207.3 მილიონის ფულადი გზავნილი მიიღო. ფულადი გზავნილების 39%, $80.8 მილიონი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის.

TOP-5 ქვეყანა, საიდანაც ნოემბერში ყველაზე მეტი თანხები გადმოირიცხა შემდეგია: 

  • რუსეთი - $34 მილიონი
  • იტალია - $32 მილიონი
  • აშშ - $23.9 მილიონი
  • საბერძნეთი - $18.9 მილიონი
  • ისრაელი - $16.9 მილიონი