LIVE

ჯანმო ომიკრონის საფრთხის არასათანადოდ შეფასებაზე მიუთითებს

15 დეკ 202113:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 996
ჯანმო ომიკრონის საფრთხის არასათანადოდ შეფასებაზე მიუთითებს

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია” (WHO) შეშფოთებულია, რომ ომიკრონის ვარიანტი მიიჩნევა უფრო მსუბუქ ვარიანტად, მიუხედავად იმისა, რომ ის უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე Covid-19-ის ნებისმიერი წინა შტამი.  

ომიკრონი, რომელიც გასულ თვეში პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა, მსოფლიოს 77 ქვეყანაში აღმოჩნდა. თუმცა “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” გენერალური დირექტორის ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, შესაძლოა, შტამი უფრო მეტ ქვეყანაშიც იყოს და მის საფრთხეს საზოგადოება სათანადოდ არ აფასებს. 

"შეშფოთებულები ვართ ხალხის დასკვნით, რომ ეს მსუბუქი დაავადებაა. უფრო გადამდებ ვირუსს შეუძლია ისეთივე ზიანი მიაყენოს – ან უფრო მეტიც, ვიდრე მას, რომელიც უფრო მძიმეა, მაგრამ ნაკლებად გადამდები“,- განუცხადა ბრიუს ეილვარდს, ჯანმო-ს უფროსმა მრჩეველმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, დღესასწაულებზე გაზრდილმა სოციალიზაციამ შესაძლოა "ძალიან საშიში ვითარება" გამოიწვიოს". 

სამხრეთ აფრიკის კვლევები აჩვენებს, რომ Pfizer/BioNTech-ის, ისევე, როგორც Johnson & Johnson-ის ვაქცინა, როგორც ჩანს, დიდწილად ხელს უშლის ომიკრონით ინფიცირებულების მდგომარეობის დამძიმებას. სამხრეთ აფრიკის სამედიცინო დაზღვევის უმსხვილესი პროვაიდერი Discovery Health-ი საკუთარ კვლევაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ Pfizer-ის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით აცრა, ადამიანს ომიკრონის შტამით ინფიცირების შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაციისგან 70%-ით იცავს.  

კვლევა ადასტურებს ამ დრომდე არსებულ ინფორმაციას, რომ კოვიდ პაციენტთა უმეტესობას ჟანგბადის მიწოდება ან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსება არ სჭირდება. 

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ომიკრონი ევროპაში დომინანტი იანვრის შუა რიცხვებში გახდება. მისივე თქმით, შემთხვევების რიცხვი ყოველ ორ-სამ დღეში ორმაგდება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კორინ გრეტლერი