LIVE

სამხრეთ აფრიკაში ომიკრონის წინააღმდეგ Pfizer-მა ჰოსპიტალიზაციისგან 70%-იანი დაცვა აჩვენა

14 დეკ 202118:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 974
სამხრეთ აფრიკაში ომიკრონის წინააღმდეგ Pfizer-მა ჰოსპიტალიზაციისგან 70%-იანი დაცვა აჩვენა
Dwayne Senior/Bloomberg

სამხრეთ აფრიკის სამედიცინო დაზღვევის უმსხვილესი პროვაიდერი Discovery Health-ი საკუთარ კვლევაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ Pfizer-ის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით აცრა, ადამიანს ომიკრონის შტამით ინფიცირების შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაციისგან 70%-ით იცავს.  

კომპანიის დირექტორის, რაიან ნოჩის თქმით, დაცვა, რომელსაც ვაქცინაცია გვთავაზობს, ნარჩუნდება ასაკობრივ ჯგუფებში და ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში. მისივე თქმით, Pfizer-ი ომიკრონის ვარიანტის წინააღმდეგ 33%-ით ეფექტურია. 

Discovery-ის კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა 15 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე სამხრეთ აფრიკაში ომიკრონის დასადგენად ჩატარებული დაახლოებით 78,000 ტესტის შედეგები გაანალიზეს, ასევე, შეისწავლეს კლინიკური ჩანაწერები და ვაქცინაციის მონაცემები. 

მიუხედავად იმისა, რომ ომიკრონით ხელახალი ინფიცირების რისკი შედარებით მაღალია, ახალი შტამით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გასული წლის შუა პერიოდის მონაცემებთან შედარებით, მთლიანი ზრდასრული პოპულაციისთვის 29%-ით დაბალია.

კვლევა ადასტურებს ამ დრომდე არსებულ ინფორმაციას, რომ კოვიდ პაციენტთა უმეტესობას ჟანგბადის მიწოდება ან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსება არ სჭირდება. 

მეცნიერები ახალი შტამის კვლევას განაგრძობენ და მათი დასკვნები ცნობილი უახლოეს კვირებში გახდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯენის კიუ