LIVE

Google-მა შესაძლოა, აუცრელი თანამშრომლები გაათავისუფლოს

15 დეკ 202114:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 697
Google-მა შესაძლოა, აუცრელი თანამშრომლები გაათავისუფლოს

Google ხელფასის შემცირებით და სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა თანამშრომლებს, რომლებიც Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ შიდა პოლიტიკას არ იცავენ. ამის შესახებ CNBC შიდა დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.  

კომპანიამ გააფრთხილა თანამშრომლები, რომ მათ ვაქცინაციის მოწმობა 3 დეკემბრამდე უნდა წარედგინათ. მათ, ვინც ამ მოთხოვნას 18 იანვრამდე არ შეასრულებენ, მოუწევთ ერთთვიან ანაზღაურებად შვებულებაში გავიდნენ. შემდეგ ექვს თვემდე უხელფასო შვებულებაში გავლენ, საბოლოოდ კი სამსახურიდან გათავისუფლდებიან.

აშშ-ის უმეტესი ნაწილის მსგავსად, სილიკონის ველი ცდილობს გაუმკლავდეს Covid-19-ის ახალ შემთხვევებს და ვარიანტ ომიკრონს, რის გამოც კომპანიები იძულებულები არიან კიდევ ერთხელ გადახედონ თანამშრომლების ოფისებში დაბრუნების გეგმას. 

ბაიდენის ადმინისტრაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით ფედერალური უწყებების თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახადა, მაგრამ რიგ შტატებში მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტმა ბრძანებით საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა. ამ ფონზე აშშ-ის რამდენიმე მსხვილი კორპორაცია ადმინისტრაციის მოთხოვნას არ ასრულებს.

Google, რომელიც ქვეყანაში 150 000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს, აცხადებს, რომ პრეზიდენტის ბრძანების შესრულებას აპირებს. მან ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივლისში თქვა, რომ ყველა სამსახურში დაბრუნებული თანამშრომლისგან ვაქცინაციას მოითხოვს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ედვინ ჩანი