LIVE

Google-ი ოფისში დაბრუნებული თანამშრომლებისთვის ვაქცინაციას სავალდებულოს ხდის

30 ივლ 202115:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 482
Google-ი ოფისში დაბრუნებული თანამშრომლებისთვის ვაქცინაციას სავალდებულოს ხდის
Bloomberg

Alphabet-ის Google-ი ოფისში დაბრუნების თარიღს გადაავადებს და დასაქმებულებს მოსთხოვს, ვაქცინაცირებულები დაბრუნდნენ სამუშაო ადგილებზე. კომპანია მიზეზად Covid-19-ის ვარიანტების გამო ინფიცირების ზრდას ასახელებს.

ტექნოლოგიური გიგანტი თანამშრომლების უმეტესობას სთხოვს, კამპუსებში 18 ოქტომბრიდან დაბრუნდნენ. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სუნდარ პიჩაიმ დასაქმებულებს ოთხშაბათს განუცხადა. მანამდე, კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანია ოფისებში დაბრუნების თარიღად სექტემბერს ასახელებდა.

"დასაქმებულები, რომლებიც დაბრუნდებიან, ვალდებულნი იქნებიან წარადგინონ ვაქცინაციის მტკიცებულება",- წერს პიჩაი Google-ის ბლოგზე.

სხვა ტექნოლოგიური გიგანტები ასევე გამოეხმაურნენ ინფიცირების ზრდას, რომელიც ვირუსის დელტა ვარიანტს მოიცავს. თვის დასაწყისში, Apple-მა ასევე გადაავადა სამსახურში დაბრუნება ოქტომბრამდე და განაახლა მოთხოვნა მაღაზიებში დასაქმებულებისთვის პირბადის ტარების შესახებ.

Google-მა განაცხადა, რომ მოსთხოვს თანამშრომლებს დაბრუნდნენ "ჰიბრიდული" მოდელით, რომლიც გულისხმობს დაახლოებით 60%-ის ოფისიდან მუშაობას, როგორც პანდემიის დაწყებამდე. კომპანიამ განუცხადა თანამშრომლებს, რომ 20%-ს მისცემს დისტანციური მუშაობის უფლებას. ამ გეგმას Google-ი აგვისტოში დაამტკიცებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ ბერგენი