LIVE

Samsung-მა ტელეფონებისა და ტექნიკის ახალ ბიზნესს DX Division დაარქვა

12 დეკ 202121:33
3 წუთის საკითხავი
clock clock 1094
Samsung-მა ტელეფონებისა და ტექნიკის ახალ ბიზნესს DX Division დაარქვა
Bloomberg

Samsung Electronics-მა მობილური ტელეფონებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ახლად გაერთიანებული ბიზნესი DX Division წარადგინა. ტექნოლოგიური გიგანტი კორპორაციული სტრუქტურის გასაძლიერებლად დგამს ნაბიჯებს.

DX, რომელიც Device eXperience-ს აღნიშნავს, სხვადასხვა ელექტრონიკაზე მომხმარებელთა მოთხოვნას ასახავს. კომპანია შეეცდება დააკმაყოფილოს პროდუქტთა ფართო სპექტრზე მოთხოვნა, როგორიცაა ტელევიზორები, სმარტფონები და ქსელური აღჭურვილობა.

ტექნოლოგიურმა გიგანტმა სამომხმარებლო და მობილური ბიზნესის კომბინაცია გასულ კვირას გამოაცხადა. სვლა განიხილება, როგორც დე ფაქტო ლიდერის, ჯეი ლის მზადყოფნა უფრო აქტიურად ჩაერთოს მენეჯმენტში.

სამომხმარებლო შეთავაზებების გაერთიანება ერთი ქოლგის ქვეშ ამარტივებს კომპანიის ოპერაციულ სტრუქტურას და შესაძლოა დაეხმაროს Samsung-ს უკეთ გაუწიოს კონკურენცია აშშ-ს Apple-ს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჰიჯინ კიმი