LIVE

Pfizer-ის კურსს ომიკრონის წინააღმდეგ 23%-იანი ეფექტურობა აქვს- კვლევა

12 დეკ 202115:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 949
Pfizer-ის კურსს ომიკრონის წინააღმდეგ 23%-იანი ეფექტურობა აქვს- კვლევა
Bloomberg

სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული ლაბორატორიული ექსპერიმენტების თანახმად, Pfizer-ის ვაქცინის ორჯერად კურსს ომიკრონის შტამის სიმპტომური ინფექციის წინააღმდეგ მხოლოდ 22,5%-იანი აქვს. თუმცა, კვლევის თანახმად, ვაქცინის კურსს მაინც შეუძლია ხელი შეუშალოს მძიმე დაავადების განვითარებას.

კვლევამ 12 მონაწილის სისხლის პლაზმის ნიმუში განიხილა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ Pfizer-ით აცრილ ადამიანებში ომიკრონი დაახლოებით 41-ჯერ ამცირებს ანტისხეულების ნეიტრალიზაციის დონეს. ეს შედარებით ჩინეთში თითქმის ორი წლის წინ გამოვლენილ შტამთან.

მიმდინარე კვირაში გუნდმა პირველმა აჩვენა, რომ სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილ ვარიანტს Pfizer-ის ვაქცინის მიერ წარმოქმნილი ანტისხეულებისგან დიდწილად თავის დაღწევა შეუძლია. თუმცა, კვლევის მიხედვით, გამაძლიერებელმა აცრამ შესაძლოა, იმუნიტეტი გაზარდოს. ეს თავად Pfizer-ის მიერ ჩატარებული კვლევებითაც დასტურდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ენტონი სკუზინი