
Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ელონ მასკი ფიქრობს, სამსახურებს თავი დაანებოს და ინფლუენსერი გახდეს. ამის შესახებ პლანეტის უმდიდრესი ადამიანი Twitter-ზე წერს.
„ვფიქრობ, დავტოვო სამსახური და გავხდე სრულ განაკვეთზე მომუშავე ინფლუენსერი. თქვენ რას ფიქრობთ?“,- წერს მასკი.
thinking of quitting my jobs & becoming an influencer full-time wdyt
მასკის ტვიტმა საერთაშორისო მედია დააბნია. გაუგებარია, მასკის სახელით გამოქვეყნებული პოსტი ხუმრობაა თუ მილიარდერი სამსახურების მიტოვებას რეალურად განიხილავს.
მასკი კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი და ხელმძღვანელობს ბიოტექნოლოგიურმა სტარტაპ Neuralink-სა და The Boring Company-ს, რომელიც ინფრასტრუქტურის მიმართულებით მუშაობს. მიმდინარე წლის დასაწყისში ვიდეოკონფერენციის დროს მასკმა თქვა, რომ Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე ყოფნას "რამდენიმე წლის განმავლობაში" გეგმავს.
გასულ თვეში მან Twitter-ზე მიმდევრებს ჰკითხა, უნდა გაეყიდა თუ არა Tesla-ში თავისი წილის 10%, რასაც უმრავლესობა დათანხმდა. ამის შემდეგ მან $12 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა.
Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, ილონ მასკი $266 მილიარდით და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში პირველ ადგილს იკავებს. მე-2 ადგილზე მყოფი ჯეფ ბეზოსი მას $66 მილიარდით ჩამორჩება.