LIVE

მასკმა Tesla-ს კიდევ $1 მილიარდის აქციები გაყიდა

03 დეკ 202114:13
3 წუთის საკითხავი
clock clock 873
მასკმა Tesla-ს კიდევ $1 მილიარდის აქციები გაყიდა

ილონ მასკმა Tesla-ს კიდევ $1,01 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა.

ბოლო ტრანზაქციის შედეგად, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ელექტრომობილების კომპანიის დაახლოებით 934,000 აქცია მოიშორა. Twitter-ის გამოკითხვიდან ამ დრომდე მან ჯამში Tesla-ს $10,9 მილიარდის ღირებულების 10,1 მილიონამდე აქცია გაყიდა.

ელექტრომობილების კომპანიის დირექტორმა აქციების გაყიდვის სერია მას შემდეგ დაიწყო, რაც Twitter-ის მიმდევრებს ჰკითხა გაეყიდა თუ არა Tesla-ს წილის 10%. მიზნის მისაღწევად მას კიდევ 17 მილიონი აქციის გაყიდვა მოუწევს.

მიუხედავად იმისა, რომ Twitter-ის აუდიტორიის უმრავლესობამ გამოკითხვას "დიახ" უპასუხა, მასკმა უკვე სექტემბერში განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ოფციონების "უზარმაზარ ბლოკს" გამოიყენებდა. 

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, მასკი $284,1 მილიარდიანი ქონებით მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანია. Tesla-ს აქციები 54%-იანი ზრდის შემდეგ, მისი ქონება წელს $128,1 მილიარდით გაიზარდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: სესილ ვანუჩი და ჯოანა ოსინგერი