LIVE

ევროპაში გაზის ფასი იმატებს - აშშ რუსეთს ახალი სანქციებით ემუქრება

07 დეკ 202115:28
3 წუთის საკითხავი
clock clock 778
ევროპაში გაზის ფასი იმატებს - აშშ რუსეთს ახალი სანქციებით ემუქრება
Patrick Hamilton/Bloomberg

ევროპაში ბუნებრივი აირის ფიუჩერსების ფასმა მოიმატა - მოვაჭრეები ზამთრის მარაგების ახალ რისკებს აფასებენ.

მომდევნო თვეების ფასები ნიდერლანდებში 5.6%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც Royal Dutch Shell Plc-მა გააუქმა LNG-ის რამდენიმე გადაზიდვა ავსტრალიაში შეფერხების გამო, რაც გაზრდის გლობალურ კონკურენციას. მოვაჭრეები ასევე ელიან Nord Stream 2-ის წინააღმდეგ სანქციებსა და შემდგომ შეფერხებებს უკრაინის თემაზე პოლიტიკური დაპირისპირების გამო. 

ანალიტიკოსები და მოვაჭრეები ელიან, რომ ფასები მაღალი იქნება მთელი ზამთრის განმავლობაში, რადგან კონტინენტზე გაზის მარაგი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში.

თეთრი სახლის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი ონლაინ შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინს გააფრთხილებს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში სერიოზული ეკონომიკური სანქციების შესახებ. თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენმა ასევე ისაუბრა ევროპელ ლიდერებთან უკრაინის საზღვრებზე რუსული სამხედრო ძალების გაძლიერების შესახებ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ელენა მაზნევა